logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
გარემოს დაცვისა კომიტეტმა „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციას მხარი დაუჭირა
გარემოს დაცვისა კომიტეტმა „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციას მხარი დაუჭირა
13:12 25.06.2018
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უძღვებოდა, მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილეს.


საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ გამოიტანა და კომიტეტის წევრებს კონვენციასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ასევე კანონპროექტის ზოგადი პრინციპები გააცნო.



როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კონვენცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დიპლომატიურ კონფერენციაზე, 2001 წლის 21 მარტს, ლონდონში იქნა მიღებული. იგი ადგენს პასუხისმგებლობის საერთაშორისო რეჟიმს და ითვალისწინებს გემებიდან საბუნკერო საწვავის გაჟონვით ან ჩაღვრით გამოწვეული დაბინძურების შედეგად წარმოშობილი ზარალის ადეკვატური, სწრაფი და ეფექტური კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფას იმ პირებისთვის, რომლებმაც განიცადეს ზარალი. კონვენციას 80-მდე სახელმწიფოა შეერთებული.



კონვენცია ქმნის ეფექტურ სისტემას, რაც წევრ სახელმწიფოს უქმნის გარანტიას, რომ აღნიშნული სახელმწიფოს საზღვაო სივრცეში მომხდარი ნავთობით დაბინძურების შემთხვევაში გემთმფლობელზე დაკისრებული ვალდებულება ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნება.



ზემოაღნიშნული კონვენციიდან გამომდინარე, მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოადგინა კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პირველი მოსმენით განიხილეს. კერძოდ, კონვენცია წევრ სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, ზიანის ანაზღაურების სარჩელის განხილვის ნაწილში, განსაზღვრონ საკუთარი სასამართლოების იურისდიქცია. ირმა ქავთარაძის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მიერ სასამართლო იურისდიქციის განსაზღვრას და ასეთად საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემას მიიჩნევს.



კომიტეტმა მხარი დაუჭირა როგორც სარატიფიკაციო დოკუმენტს, ასევე კანონპროექტს პირველი მოსმენით.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა