ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა ტიმორ-ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა ტიმორ-ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
12:55 25.06.2018
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ასაშვილმა ტიმორ-ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანცისკო გუტერეს ლუ ოლოს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ პრეზიდენტისა და ელჩის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, ირაკლი ასაშვილმა ხაზი გაუსვა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონთან და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და გამოხატა მზაობა ელჩის რანგში ხელი შეუწყოს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
თავის მხრივ, ტიმორ ლესტეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოხარულია საქარველოსა და ტიმორ ლესტეს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებით.
პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს ტიმორ ლესტეში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

ბეჭდვა