logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ვროპარლამენტში დღეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართება
ვროპარლამენტში დღეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართება
09:03 25.06.2018
ბრიუსელში, ევროპარლამენტში, დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარული სხდომა გაიმართება. დაგეგმილია ასამბლეის 4 კომიტეტის სხდომისა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანაავტორობით შემუშავებულია რეზოლუციის პროექტი თემაზე „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში“.

გარდა ამისა, წელს ასამბლეამ მოამზადა რეზოლუციის პროექტები ისეთ თემებზე, როგორიცაა:

• უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში;

• ენერგოეფექტურობის განვითარება და მდგრადი ენერგეტიკა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში;

• არაფორმალური და არაკვალიფიციური შრომა და დასაქმებულთა სოციალური უსაფრთხოების გაძლიერება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში.

რეზოლუციებს პარლამენტარები პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისაგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია) შედგება. ასამბლეა ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.

პლენარული სესია იმართება ყოველწლიურად მონაცვლეობით ბრიუსელსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ერთ-ერთ დედაქალაქში.

ასამბლეა იღებს რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს ევროკავშირის ინსიტუტების და პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებების საყურადღებოდ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა