პრეზიდენტი პრემიერის კანდიდატის წარდგენის აქტს დღეს გამოსცემს
პრეზიდენტი პრემიერის კანდიდატის წარდგენის აქტს დღეს გამოსცემს
17:44 15.06.2018
პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოსთვის პრემიერ-მინისტრის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის წარდგენის შესაბამის აქტს დღეს გამოსცემს.
ამის შესახებ ბრიფინგზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„პრეზიდნეტმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა. მან გააკეთა განცადება, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მისი მოსაზრებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. თუმცა მმართველმა გუნდა გააკეთა სხვა არჩევანი.
პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატის წარდგენის აქტის გამოცემისთვის ვადა 7 დღე აქვს, თუმცა ეს აქტი გამოიცემა დღეს“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ბეჭდვა