ზაქარია ქუცნაშვილი: არ ველოდები, რომ პარლამენტიდან ვინმეს მთავრობაში მიიწვევენ
ზაქარია ქუცნაშვილი: არ ველოდები, რომ პარლამენტიდან ვინმეს მთავრობაში მიიწვევენ
18:23 15.06.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ქვეყანაში როგორც საკადრო, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით თვისობრივი ცვლილებებია საჭირო.
მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება შეიძლება, რათა მთავრობა მეტად კომფაქტური გახდეს.
ამის შესახებ ქუცნაშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„საკადრო პოლიტიკიდან დაწყებული, ეკონომიკური პოლიტიკით დამთავრებული, თვისობრივი ცვლილებებია ქვეყანაში ჩასატარებელი. საკადრო პოლიტიკის კუთხით, უწყებებში როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო ხელმძღვანელები უნდა იყვნენ მომზადებულები, კვალიფიციურები, მოტივირებული და „ქართული ოცნების“ იდეალების ერთგულები. 2-3 სამინისტროს ინტეგრირება სხვა სამინისტროებთან შეიძლება, რათა მთავრობა უფრო კომპაქტური იყოს. მე არ ველოდები, რომ მთავრობაში ვინმეს პარლამენტიდან მიიწვევენ“- განაცხადა ქუცნაშვილმა.

ბეჭდვა