logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნა
26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნა
09:57 27.05.2018
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით 26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდა მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. მათ შორის ლიუბლიანის ციხესიმაგრე, თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო შერატონის შენობა; კორეაში, სეულის მუნიციპალიტეტის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობები.

საბერძნეთში ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური შენობა - ქ. თესალონიკის მერია, ხოლო შენობის წინ, განთავსდა ბანერი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის ლოგოს გამოსახულებით. გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მონაწილეობით, გაიმართა პერფორმანსი.

ასევე განათებული იქნა ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში ხიდები მდინარე ნერისზე და ქალქის ღირსშესანიშნაობა - სამი ჯვრის მონუმენტი. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განათავსა სიმბოლური წარწერა შენობის ფასადზე და ადმინისტრაციის წინ მდებარე მოედანზე და აღმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა. ლიეტუვას პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოში ჩამოსვლასთან ერთად ვიდეო-მოლოცვა მოამზადა საქართველოს მოქალაქეებისათვის.

ლატვიაში, იურმალას ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ქართული სტენდი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა, ქართულ სათვისტომოსთან ერთად საქართველოს დროშებით და საიუბილეო ბანერებით მონაწილეობა მიიღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გამართულ იურმალას მარშში. ამავე დღეს ქალაქ რიგაში საქართველოს საელჩოს შენობის წინ განთავსდა ყვავილებისგან შექმნილი კომპოზიცია - საქართველოს ეროვნული დროშა და რიცხვი 100.

ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. ხოლო დამოუკიდებლობის გამოცხდების ისტორიულ დროს 17:10 საათზე საელჩომ ირალნდიაში მცხოვრებ ქართველებთან დუბლინის ცენტრალური მოედნიდან ვიდეო მილოცვა გავრცელა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად, ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ გიზას პირამიდებთან სადღესასწაულო სანახაობრივი ღონისძიება გამართა.

უკვე ტრადიციულად ქართული ჩოხით შეიმოსა ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis და ბრიუსელის ქართული ეკლესიის მგალობელთა გუნდმა შეასრულა საქართველოს ჰიმნი.
ესტონეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილის აღსანიშნავად გაიმართა საზეიმო საჯარო ღონისძება - კომპანია „ბორჯომის“ პიკნიკი საქართველოს საელჩოსთან ერთად, ხოლო საქართველოს დროშები აღიმართა ესტონეთის სხვადასხვა ქალაქებში.

საიუბილეო თარიღის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო რგოლები მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა ტალინის, მინსკის, კიშინეუსა და სხვა დედაქალაქების ცენტრალურ მოედნებზე განთავსებულ ბილბორდებზე.

საქართველოს დროშები ფრიალებდა სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს შენობიდანაც.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად საზეიმო მიღებები გაიმართა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სლოვენიის რესპუბლიკასა და დანიაში. ღონისძიებებში მონაწილეობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები იღებდნენ.

26 მაისს, თბილისის დროით 17.10 სთ-ზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში საზიმოდ აღნიშნეს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წევრებმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა