logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიალოგის ფორმატს დიმიტრი ამილახვარის სახელი მიენიჭება
საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიალოგის ფორმატს დიმიტრი ამილახვარის სახელი მიენიჭება
09:52 27.05.2018
საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის დიალოგის ფორმატს დიმიტრი ამილახვარის სახელწოდება მიენიჭება - ამის შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა საგარეო საქმეთამინისტრების ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა აღნიშნული დიალოგი ორ პარტნიორ ქვეყანას შორის თავს მოუყრის თანამშრომლობის ყველა მიმართულებას დაორიენტირებული იქნება ახალი შესაძლებლობების გამოძებნაზე.

„საფრანგეთის მხრიდან არსებობს სურვილი ეს დიალოგი გახდეს რეგულარული და მაღალი დონის და მან თავი მოუყაროს ყველა საკითხს, რომელიც უკვე ძალიან ბევრია ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში და ამით ჩვენი ურთიერთობებიგადავიყვანოთ თვისობრივად ახალ ეტაპზე. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით საფრანგეთის ამ ინიციატივას, ასევე მივესალმებით დიალოგის დასახელებას, რადგანაც დიმიტრი ამილახვარი ნამდვილად ორი ქვეყნის ურთიერთობებში ძალიანპოზიტიური პიროვნებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიალოგი ასევე იქნება დიდი პოზიტივის მომტანი ორმხრივ ურთიერთობებში“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის შეხვედრისას, რომელშიც ასევე მონაწილეობდა მიხეილ ჯანელიძე, განხილულ იქნაორმხრივი ურთიერთობების, რეგიონული და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო არსებული თანამშრომლობის სფეროების გაღრმავების პერსპექტივებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდაეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს მხრიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, საფრანგეთის მხრიდან კი ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს მთავრობათაშორის შეთანხმებას - „ფრანგულ-ქართულიუნივერსიტეტის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა