logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: სიმბოლურია, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ აფხაზეთიდან და ეს დღესასწაული, ეს ღონისძიებები ჩვენთვის დამატებითი ძალის მომცემია
გიორგი გახარია: სიმბოლურია, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ აფხაზეთიდან და ეს დღესასწაული, ეს ღონისძიებები ჩვენთვის დამატებითი ძალის მომცემია
09:39 27.05.2018
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის მიღების ცერემონიალის შემდეგ ზუგდიდში გაემგზავრა. მინისტრმა ზუგდიდის თავისუფლების მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული ღონისძიებებზე ადგილობრივ მოქალაქეებსა და ქალაქის სტუმრებს პირადად უმასპინძლა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ წილად გვერგო აქედან, ზუგდიდიდან, სამეგრელოდან მიგველოცა საქართველოსთვის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ასი წლისთავი. ამ კუთხემ, ისევე როგორც სხვებმა, ბევრი მსხვერპლი და დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის საქმეში. ჩვენ ვეცადეთ, ზუგდიდელებისთვის და სამეგრელოს მოქალაქეებისთვის, ადგილობრივებისთვის მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა, რათა მათ შეეგრძნოთ ის დიდებული დღე, რომელსაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ.

სიმბოლურ ფაქტორსაც ჩვენ დიდი ყურადღება მივაქციეთ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ აფხაზეთიდან. ეს დღესასწაული, ეს ღონისძიება ჩვენთვის არის დამატებითი ძალისმომცემი, რამეთუ ყველამ ერთად ვიშრომოთ კიდევ უფრო მეტი, ვიბრძოლოთ, კიდევ უფრო მეტი, რამეთუ შევძლოთ მაქსიმალურად გონივრულ ვადებში აფხაზეთის და მთლიანად საქართელოს გაერთიანება.
რეალურად, ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ იმისთვის და მიზანი, გარდა რა თქმა უნდა, უდიდესი დღესასწაულის აღნიშვნისა, გახლავთ ის, რომ ჩვენი კავშირები ჩვენს მოქალაქეებთან, ნდობის ხიდები იყოს კიდევ უფრო ახლო და განსაკუთრებით, ახალგაზრდებთან, იმ ბავშვებთან, რომლებიც დღეს აქ ერთობიან. ეს ის ბავშვები არიან, რომლებმაც უნდა შეავსონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს რიგები და ეს ის თაობაა, რომელმაც ერთიან საქართველოში უნდა იცხოვროს“. - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სამეგრელოში, ზუგდიდის მთავარ მოედანზე მასპინძლობს. მთელი დღის განმავლობაში 3 ფუნქციურ ზონად დაყოფილ სივრცეში სტუმრებს საქართველოს გაცოცხლებულ ბოლო 100 წლის ისტორიის გაცნობის შესაძლებლობა აქვთ. სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებები ზუგდიდში 11 საათიდან დაიწყო და გვიან ღამით გალა კონცერტით დასრულდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა