ბიძინა ივანიშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოების ღირსეულ რიგში ჩადგეს
ბიძინა ივანიშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოების ღირსეულ რიგში ჩადგეს
09:27 27.05.2018
პარტია „ქარული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ქვეყანასა და საზოგადოებას ულოცავს.

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს.

მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ 100 წლის წინ, როდესაც ქართული რესპუბლიკა დაფუძნდა იმ უზარმაზარ სივრცეში, რასაც ევრაზია ჰქვია, უიშვიათესი მოვლენა იყო დემოკრატიულ საფუძვლებზე დაფუძნებული სახელმწიფოების რაოდენობა.

ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა ყველაზე პროგრესულ და ხალხის სამსახურში მყოფი სახელმწიფოების რანგში შეიძლება მოვიხსენიოთ. და ეს არ იყო შემთხვევითი, რამეთუ ქართული რესპუბლიკა დაფუძნდა და მემკვიდრე იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოსი. მსოფლიო ცივილიზაციის გარიჟრაჟზე არსებობდა კოლხეთი, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო, სადაც ეგულებოდათ ოქროს საწმისი, ცოდნისა და სიბრძნის სიმბოლო და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოების ღირსეულ რიგში ჩადგეს და ჩვენს უზარმაზარ, ოცდაათ საუკუნოვან სახელმწიფოებრივ ტრადიციას და კულტურას შესატყვისი პატივი მივაგოთ.
კიდევ ერთჯერ ვულოცავ მთელ საქართველოს ამ დღესასწაულს“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.

ბეჭდვა