logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ მხარი დაუჭირა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ მხარი დაუჭირა
22:49 21.05.2018
ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3თვის მიმოხილვა“ განიხილეს კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უძღვებოდა.

საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა. მან ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება აღნიშნა, რომ წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.6 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა. რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი იანვარში 4.4პროცენტი, ხოლო თებერვალში 5.5 პროცენტი დაფიქსირდა. ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 2018 წლის მარტში 2.8 პროცენტი შეადგინა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აქტიურად მოქმედებს საგარეო სექტორი. 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 823.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 23.3 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი740.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (28.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 083.4 მლნ აშშ დოლარს (21.6 პროცენტით მეტი).
დადებითი კუთხით, მნიშვნელოვნი ცვლილებებია ტურიზმში. 2018 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 1 464 ათასი ვიზიტორი ეწვია (2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორების რაოდენობა 1 266ათასს შეადგენდა), რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 15.6 პროცენტით აღემატება. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 560.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28.8 პროცენტით (125.5 მლნ აშშ დოლარით მეტი)აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
შემოსულობებზე საუბრისას, მომხსენებლის განცხადებით, 2018 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 427 049.7 ათასი ლარით, სა5 ანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 2 635 060.2 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 108.6%.
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვრა 9 720 893.2 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 2 230 908.3 ათასი ლარი, რაც წლიური დამტკიცებული შესაბამისი მაჩვენებლის 22.9%-ია. გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 2 093 765.6 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 93.9%-ია.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, კვარტალური ბიუჯეტის შესრულება სხვადასხვაა სამინისტროების მიხედვით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთხით, შესრულებამ 83,1% შეადგინა. ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა. მისი განცხადებით, კვარტალური ბიუჯეტის შესრულებაზე გარკვეული გავლენა პირველ კვარტალში მიმდინარე სტრუქტურულმა ცვლილებებმა მოახდინა. მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით, რომელიც ეხება ტყის დაცვას, ხე-ტყის საკითხს და სხვა, პარლამენტს გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივითაც მიმართონ. მან იმედი გამოთქვა, რომ ექვსი თვის შემდეგ, ბიუჯეტის შესრულების კუთხით, სულ სხვა ვითარება იქნება.
კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ბიუჯეტის სამი თვის შესრულების შესახებ, ცნობად მიიღო.
საკითხი - საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა დაგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017)“ შეთანხმება - განსახილველად კვლავ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017)“ შეთანხმება გერმანიის მიერ საქართველოსათვის დაახლოებით 230 მლნ ევროს ოდენობით სესხის და 22,7 მლნ ევროს ოდენობით ფინანსების (გრანტის) გამოყოფას ითვალისწინებს შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად: „ენერგოსექტორის ღია პროგრამა“, კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის, პროფესიული განათლება I, წყალმომარაგება სოფლად აჭარაში, კლიმატისათვის უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, ნარჩენების კლიმატისათვის უსაფრთხო მართვა III, ენერგოეფექტურობის ამაღლება და სხვა.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ზემოაღნიშნული ჩარჩო შეთანხმებას წარმოადგენს და თითოეული კომპონენტის კუთხით, კონკრეტულ პროექტზე ასევე გაფორმდება ცალკეული ხელშეკრულება, რომლებიც რატიფიკაციისთვის კვლავ პარლამენტს წარედგინება.
კანონპროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები კომიტეტს განსახილველად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა წარუდგინა და კანონმდებლებს ძირითადი დებულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ეს საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტმა პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე განიხილა.
კანონპროექტი, შალვა ხუციშვილის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეფორმასითვალისწინებს. მისი თქმით, 2017 წლის დეკემბერში, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ,ვალდებულება იყო აღებული, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს რეგულირებისთვის შესაბამისისაკანონმდებლო პაკეტი უნდა მომზადებულიყო. კომიტეტს განსახილველად სწორედ ეს საკანონმდებლო პაკეტიწარედგინა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია სისტემური ცვლილებების განხორციელება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უფრო ეფექტური და მოქნილი მართვის სისტემების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შექმნის შემდეგ, აუცილებელი გახდა ამ სფეროს მარეგულირებელი ძირითადი კანონის - „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის შემუშავება. კანონპროექტმა ქმედითი სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება უნდა უზრუნველყოს.
ამგვარად, კანონპროექტი არეგულირებს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნულ სისტემასთან, მისი სუბიექტებისა და ფიზიკური პირების ფუნქცია-მოვალეობებთან, საგანგებო სიტუაციის პრევენციასა და მზადყოფნასთან, ინციდენტის და საგანგებო სიტუაციის მართვასთან, ხანძრის ჩაქრობასთან, სამაშველო და საავარიო-სამაშველოსამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს.
კანონპროექტით უცვლელი რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი - პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე, კოორდინაციას უწევს ეროვნული სისტემის ფუნქციონირებას.
შალვა ხუციშვილმა ასევე უპასუხა კომიტეტის წევრთა კითხვებს. კომიტეტის წევრთა განცხადებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივაა, მით უმეტეს შარშან, საქართველოს ტყეებში განვითარებულ მოვლენებისა და სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო საქმიანობის გათვალისწინებით.
კახა კუჭავას ინფორმაციით, სტიქიურ მოვლენებსა და უბედურებებთან დაკავშირებით კომიტეტში შექმნიან სამუშაო ჯგუფს და მნიშვნელოვანი იქნება მასში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობაც. კომიტეტი ასევე სულ მალე გამართავს სატყეო სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსმენას წინა წელს განვითარებულ ხანძრებთან დაკავშირებით და სატყეო მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმებზე.
კომიტეტმა, კენჭისყრის შედეგად, განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა