logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
18:50 21.05.2018
საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობ ისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
თამარ მეფის სახელობის დარბაზში მოწვეულმა სტუმრებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, მუჰაჯირობის ამსახველი ისტორიული ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული სახელმწიფოსა და საკანონმდებლო ორგანოს დამოკიდებულებას კავკასიის საკითხებისადმი, რომელიც რეგიონალური პოლიტიკის უაღრესად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
„მუჰაჯირობა ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა აფხაზი და კავკასიის სხვა ხალხების ისტორიაში. ეს არის არა უბრალო ეპიზოდი, არამედ უმძიმესი ეროვნული ტრაგედია, რამაც აფხაზი ხალხი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მისი განმარტებით, კავკასია ყველა დროში წარმოადგენდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ რეგიონს და ამიტომაც იყო, რომ საუკუნეების განმავლობაში ეს რეგიონი მოქიშპე სახელმწიფოებს შორის განუწყვეტელი ომების ასპარეზს წარმოადგენდა.
კომიტეტის თავმჯდომარემ მუჰაჯირობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და მე-19 საუკუნეში აფხაზთა გადასახლების პროცესები მიმოიხილა.
„მუჰაჯირობა და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია თაობიდან თაობას გადაეცემა. აუცილებელია მუჰაჯირობის გახსენება, წარსულის გაკვეთილების გათვალისწინება, ამ ისტორიული მოვლენის სათანადოდ გაანალიზება და დღევანდელ კონფლიქტებზე მათი გავლენის შეფასება, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი საფრთხეები მომავალში. ჩვენ დღეს უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა თაობამ და საერთაშორისო საზოგადოებამაც იცოდეს საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში ცარიზმის კოლონიზატორული პოლიტიკის გამო მიღებული დაღის შესახებ“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.
„არ არის შემთხვევითი, რომ აფხაზეთობის აღნიშვნა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით დაფუძნდა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, სწორედ, რომ მე-19 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიის გახსენებით იწყება, რომელსაც წინ აღუდგა და გმობდა, არა მარტო აფხაზეთის, არამედ,საქართველოს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება. აქ წარმოდგენილი ფოტოგამოფენა ერთი მხრივ, ისტორიულ ქრონიკას, ხოლო, მეორე მხრივ, 150 წლის შემდეგაც კი, აფხაზეთისა და ქართველების გენეტიკაში დაბუდებული ტკივილის ამოძახილს წარმოადგენს. მივმართავ ჩვენს აფხაზ თანამოძმეებს, რომ ჩვენ ერთი ბედის და ერთი სატკივარის მატარებელნი ვართ, მაგრამ ჩვენი ძალა ჩვენს შეგნებაშია. უნდა გავითავისოთ, რომ ურთიერთსიძულვილი და დაქსაქსულობა, დღეს, ლამის ნებაყოფლობითი მუჰაჯირობის ტოლფასია“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
„ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენს აფხაზ და-ძმებს და ზოგადად, მთელ მსოფლიოს კიდევ ერთი მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ, თუ რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და რუსული იმპერიალიზმი, ის განზრახვები, რაც იყო 140 წლის წინ და რაც ასე აქტიურად გრძელდება დღესაც, რისი შედეგიც იყო მუჰაჯირობა და დღესაც არის მსგავსი გამოვლინებები, რომელსაც წინ უნდა აღუდგეს ცივილიზებული სამყარო“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ.
მისი განცხადებით, ეს არის საერთო ისტორია და არა ერთი კონკრეტული ერის ტრაგედია.
„ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომელიც იმ ერთიან სახელმწიფოში მოიაზრება, რასაც საქართველო ჰქვია“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, სახელმწიფო დღესაც ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს სამშვიდობო პოლიტიკისთვის და იმისთვის, რომ აფხაზური ენა, კულტურა, ადათ-წესები და ჩვეულება იყოს შენარჩუნებული.
„მთავრობის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო ინიციატივა - ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ, ერთ-ერთი მთავარი გარანტორი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არა მარტო სოციალური ფონის გაზრდისა, არამედ, მათი წეს-ჩვეულებების, ადათის და კულტურის შენარჩუნებისთვის“,- განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.
დღესვე, პარლამენტის კინოდარბაზში დოკუმენტური ფილმის „აფხაზი მუჰაჯირები აჭარაში“ ჩვენება გაიმართა, რომელიც აჭარაში მცხოვრებ მუჰაჯირთა შთამომავლებს მიეძღვნა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, შერეულ ოჯახებსა და იმ კეთილმეგობრულ ატმოსფეროს ასახავდა..



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა