logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
ესტონეთის, ჩინეთის და კანადის ცნობილმა გამოცემებმა, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში საქართველოს შესახებ პუბლიკაციები გამოაქვეყნეს.
ესტონეთის, ჩინეთის და კანადის ცნობილმა გამოცემებმა, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში საქართველოს შესახებ პუბლიკაციები გამოაქვეყნეს.
18:49 21.05.2018
ესტონეთის დიპლომატიურ გამოცემაში „Suursaadik“ გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის, თეა ახვლედიანის ვრცელი ინტერვი უ, სადაც საქართველოს ელჩი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლიან გზაზე და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე საუბრობს. თეა ახვლედიანი პუბლიკაციაში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს თანამედროვეობაზე, მისი განვითარების დინამიკასა და მიღწეულ პროგრესზე. ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველო-ესტონეთის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობების შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული დამოუკიდებლობისადმი ესტონეთის მხარდაჭერის მნიშველობას.

ასევე, ჩინურმა ჟურნალმა "ჩაინა დეილი"-მ გამოაქვეყნა საქართველოს ელჩის, დავით აფციაურის ინტერვიუ სათაურით -„საქართველო „სარტყელისა და გზის“ფარგლებში ჰაბის სტატუსის დამკვიდრებას სცდილობს“. ინტერვიუში ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ლოჯისტიკური ჰაბი გახდება. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის და სავაჭრო რესურსების შესახებ. დავით აფციაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების დინამიურობაზე. „ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ორი კონტინენტის გასაყარზე, მეტად ზრდის საქართველოს , როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბაზრების შემაკავშირებელი ხიდის როლს“ - აღნიშნა საქართველოს ელჩმა, დავით აფციაურმა.

კანადურ ჟურნალში „Ottawa Life Magazine” კი გამოქვეყნდა სტატია სათაურით- „მაღალი დონის დიპლომატმა გამოცდილება და ხედვა ჩამოიტანა - მისი გავლენა ოტავაში იგრძნობა“, რომელიც კანადაში საქართველოს ელჩს, კონსტანტინე ქავთარაძეს მიეძღვნა. სტატიაში ავტორი აღწერს საქართველოს ისტორიულ წარსულს, საუბრობს საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და კანადასა და საქართველოს შორის ურთიერთობების პერსპექტივებზე.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საუდის არაბეთის გაზეთ Albilad"-ში გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას სტატია, სათაურით-"Georgia celebrates the 100th anniversary of Georgia’s First Democratic Republic". სტატიაში ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ეფუძნებოდა დემოკრატიულ ფასეულობებსა და კანონის უზენაესობის პრინციპს.
გიორგი ჯანჯღავა სტატიაში ხაზს უსვამს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი და სამხედრო თანამშრომლობა. ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველო-საუდის არაბეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა საუდის არაბეთის საგარეო უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიული წარსულის, საქართველოს იმიჯისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში დაგეგმილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს შესახებ 100 - ზე მეტი საგაზეთო სტატის გამოქვეყნება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა