logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლო, როგორც ყოველთვის, მხოლოდ სამართლებრივად, მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით გადაწყვეტს საქმეს
თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლო, როგორც ყოველთვის, მხოლოდ სამართლებრივად, მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით გადაწყვეტს საქმეს
18:17 21.05.2018
სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“.

ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული.

„მიუხედავად იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დღევანდელი ურთიერთობები რუსეთისა და ევროპის საბჭოსი, რომლის ნაწილია სტრასბურგის სასამართლო, მათ შორის, მწვავე ურთიერთობები ფინანსურ თემებზე. სტრასბურგის სასამართლო, როგორც ყოველთვის, ცივი გონებით, მხოლოდ სამართლებრივად, მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით გადაწყვეტს ამ საქმეს. ამისათვის დააფუძნეს ის ევროპელმა მამებმა თავის დროზე. დღეს აბსოლუტურად მშვიდად ვართ იმ გაგებით, რომ მაქსიმუმის მაქსიმუმი გაკეთდა და მთავარია, ახლა დაველოდოთ, თვითონ სხდომაზე როგორ გამოვა ქართული მხარე. სხდომაც არ არის მარტივი. მხარეები ღელავენ ყველა სასამართლო პროცესის წინ. ეს ბუნებრივია. საინტერესოა, რას გვიპასუხებს რუსეთი, რა აქვს მას კიდევ სათქმელი. შემდეგ უკვე ყველა ერთად დაველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი იმედი მაქვს, არ გაჭიანურდება დროში; იმიტომ, რომ პირველი სახელმწიფოთაშორისი დავა 2006 წლის მოვლენებზე, როდესაც ეთნიკური ნიშნით ქართველები რუსეთიდან გამოაძევეს, კოლექტიური გამოძიებების ღონისძიებების ფორმით ეს დავა ჩვენ არსებითად მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ მაშინ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კომპენსაციის საკითხს განიხილავდა მოგვიანებით. მას შემდგე გავიდა 3 წელზე მეტი და დღემდე ჩვენ სტრასბურგის სასამართლოსგან არ გვაქვს კომპენსაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ ამ დავაზე, როდესაც 23 მაისის სხდომა ჩატარდება გადაწყვეტილებას უფრო ადრე მივიღებთ, ვიდრე სამი წელია,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა