logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
თეა წულუკიანი: რუსული მითი, რომ ის არაფერ შუაშია აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებებთან, ჩვენ სამართლებრივად უნდა დავამარცხოთ
თეა წულუკიანი: რუსული მითი, რომ ის არაფერ შუაშია აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებებთან, ჩვენ სამართლებრივად უნდა დავამარცხოთ
11:23 21.05.2018
სტრასბურგის სასამართლო „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ საქმის განხილვას აგრძელებს.
ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული.

„ჩვენთვის უმთავრესი აგვისტოს ომის საქმეზე არის ის, რომ სამართლებრივად დავადასტუროთ და ეს ევროპულმა სასამართლომ გაიზიაროს, რომ ცხინვალის რეგიონში 8 აგვისტოდან დღემდე რუსეთი ახორციელებდა და ახორციელებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ეფექტურ კონტროლს, ვიდრე 8 აგვისტომდე; რომ ოკუპაცია მიმდინარეა კვლავაც. რუსეთის ის არგუმენტი, თითქოს ის არაფერ შუაშია და თუ იქ რამე მოხდა, ეს საქართველოს სახელმწიფოს ბრალია, ანდა იქ მყოფი დე ფაქტო ოფიციალური ორგანოების ბრალი შეიძლება იყოს და მან რა იცის, იქ რა ხდებოდა, ჩვენ ეს მითი სამართლებრივად ერთობლივი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დავამარცხოთ. 23-ში ჩვენ საქმე გვაქვს სამართლებრივ დავასთან, რაც გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის სერიოზულობას მოითხოვს, რადგან იქ ნებისმიერი რამ შეიძლება მეორე მხარემ გამოიყენოს.

მაგალითად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში (2008 წელს რომ შევიდა საჩივარი სტრასბურგში, 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა) 2017 წლამდე რუსეთი ჩვენ გვსაყვედურობდა იმას, რომ გორში 12 აგვისტოს ჩამოვარდნილი „ისკანდერი“ ქართველების გამოგონილი ამბავია, რომ ეს საერთოდ ასე არ მომხდარა და რომ ის ფოტომასალა, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჰოლანდიაშიც, ჰოლანდიელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმიდან გამომდინარე არსებობს, არის ფოტოშოპი. ჩვენი ძალიან სიღრმისეული მუშაობის შედეგად ჩვენ 2017 წელს მივაკვლიეთ გორში ჩამოვარდნილი „ისკანდერის“ ერთ ნაწილს, ნამსხვრევებს და უკვე რამდენიმე კვირის წინ, აპრილის ბოლოს, მოვიპოვეთ, დაახლოებით, 800 კგ იმავე „ისკანდერის“ დანარჩენი ნაწილები. მათზე, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია ყველა კვალი იმისა, რომ ეს ნამდვილად ეს იარაღია, რომ ეს ნამდვილად ნაწარმოებია მოპასუხე სახელმწიფოს − რუსეთის ფედერაციის, მიერ და რომ რეალურად ვერანაირ ფოტოშოპზე საუბარი ამ სამართლებრივ დავაში ვერ იქნებოდა.

ჩვენ დღეს ხელთ გვაქვს ჰოლანდიური გამოძიების შედეგები, ჩვენივე გამოძიების შედეგები, გვაქვს საექსპერტო დასკვნები და მატერიალური მტკიცებულება, ნივთმტკიცება, ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიგნებული და მოპოვებული. ჩვენ მივმართეთ ჰააგის სასამართლოს ექსპერტიზისთვის მაშინვე, როგორც კი „ისკანდერის“ პირველი ნაწილები მოვიპოვეთ. ეს ექსპერტიზა ჩატარდა. ჰააგის სასამართლოდან ჩვენ მტკიცებულებაც გვაქვს წარდგენილი 23 მაისის სხდომისთვის, რომ რეალურად სისხლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტებმა ამ „ისკანდერს“, და არა რომელიმე სხვა იარაღს, ჩაუტარეს ექსპერტიზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს ბევრი სხვა მტკიცებულება − რადარების მონაცემები, სადაც ცალსახად ჩანს, ვიზუალურად ჩანს, რომ ქართულ სივრცეში ამ პერიოდში მხოლოდ რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ და იქ ქართული შენაერთები საერთოდ არ იყვნენ. ჩვენი საჰაერო სივრცე მთლიანად ყოველდღიურად, არა რომელიმე ერთ დღეს, იყო მოცული რუსული სამხედრო თვითმფრინავებით. ბრმა უნდა იყო ან არ გინდოდეს, რომ ეს დაინახო. ჩვენ, ასევე, გვაქვს სეისმოლოგების დასკვნები; გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა, რომელიც გაეგზავნა რუსეთის ფედერაციას, და იმის მტკიცებულებაც გვაქვს, რომ ჩაბარდა; რომ საქართველომ 10 აგვისტოს, გამთენიისას, ცეცხლი შეწყვიტა “ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა