logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: დისციპლინური სამართალწარმოების საკითხთან დაკავშირებით, ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია
ირაკლი კობახიძე: დისციპლინური სამართალწარმოების საკითხთან დაკავშირებით, ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია
09:45 21.05.2018
„პრაქტიკულად, შეთანხმება არის მიღწეული ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, ჩვენ ამ კვირის ბოლომდე მოვახერხებთ უკვე კანონპროექტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელეს.



ირაკლი კობახიძის თქმით, დაკონკრეტდა დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლები და დისციპლინური გადაცდომის სახეები.



„დღეს გაიმართა მორიგი შეხვედრა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. განვიხილეთ დღეს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხი. ეს არის ოთხიდან ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეეხება სასამართლო რეფორმას. ამ საკითხთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა შეთანხმების მიღწევა. თუმცა, ახლა გამოიკვეთა, რომ, პრაქტიკულად, შეთანხმება არის მიღწეული ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, ჩვენ ამ კვირის ბოლომდე მოვახერხებთ უკვე კანონპროექტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებას და კვირის ბოლოსთვის უკვე სამუშაო ჯგუფი შეთანხმდება ამ კანონპროექტზე, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა და ასეთივე შემართებით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას დანარჩენ სამ საკითხზე და დარწმუნებული ვართ, რომ იქაც მოვახერხებთ კონსესუსის მიღწევას სამუშაო ჯგუფში.



დაკონკრეტებულია სათითაოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლები. ასევე, დისციპლინური გადაცდომის სახეები ახალ კანონპროექტში. გვქონდა დეტალური განხილვა თითოეულ საფუძველთან, თითოეულ სახესთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან პრინციპული საკითხები. თითოეული ნორმის ქვეშ იყო გაწერილი ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული ხასიათის დებულებები და თითოეულ მათგანთან დაკავშირებით არის მიღწეული შეთანხმება”,-განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს. ირაკლი კობახიძის თქმით, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა მოსაზრებებ, თუმცა, ამის მიუხედავად, შეხვედრაზე ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმდნენ.



„როგორც უკვე ვთქვი, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ შეთანხმება. შესაბამისად, ეს შეთანხმება იქნება ასახული საბოლოო კანონპროექტში. იყო, რა თქმა უნდა, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები, თუმცა, კიდევ ერთხელ, შევთანხმდით ყველა პრინციპულ საკითხზე, რომლებიც აისახება კანონპროექტში”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა