logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: არ დაგვავიწყდება ნიკა გვარამიას სახე, როდესაც მოვლენები მშვიდობიანად დასრულდა
ირაკლი კობახიძე: არ დაგვავიწყდება ნიკა გვარამიას სახე, როდესაც მოვლენები მშვიდობიანად დასრულდა
22:54 18.05.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში გამოსვლა სხდომის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა.


,,უსაფრთხოების მაღალი დონე არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც დადასტურებულია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით და ამ მიღწევას ესაჭიროება არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ შემდგომი განმტკიცებაც. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო და ძალიან გულწრფელი მოხსენება შინაგან საქმეთა მინისტრისგან და ასევე მოვისმინეთ ცვლილებების მკაფიო ხედვა, რომელიც ვფიქრობ უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანობის ამაღლებას, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხარისხის და კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესებას და ამ ხედვისთვის მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგის"-განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.


ირაკლი კობახიძემ 12 მაისის საპოლიციო ღონისძიებებიც შეაფასა, მისი თქმით, ამ ოპერაციას ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი და ჩარევა იყო ასევე პროპორციული.

,,ეს რწმენა მე დღეს გამიმყარა იმ მოხსენებამ და განსაკუთრებით კითხვა-პასუხმა, რომელიც მოვისმინე დღევანდელ სხდომაზე. იყო არა ერთი ინფორმაცია, დეტალები მოწოდებული სპეცოპერაციაზე და სწორედ ეს ყველაფერი მეტყველებს მიზნის ლეგიტიმურობაზე და ასევე ჩარევის პროპორციულობაზე. აქ საუბრობდნენ კოლეგები და ის ფაქტები არც ერთი თუნდაც სხეულის მსუბუქი დაზიანება , არც ერთის საჩივარი ომბუდსმენთან, ასევე გენერალურ ინსპექციაში მეტყველებს იმაზე, რომ პოლიცია მოქმედებდა თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად და იყო ჰუმანურობის მაღალი სტანდარტი გამოვლენილი ამ ოპერაციის დროს. .რაც შეხება აქციებს და აქციებთან მიმართებით შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას. ამ დღეების განმავლობაში გამოვლინდა, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა შესაძლებელია თურმე რაციონალური და ჰუმანური მიდგომით, სისასტიკისა და ადამიანების მიმართ არაჰუმანური მიდგომის გარეშე. ჩვენ გვახსოვს აბსოლუტურად განსხვავებული პრაქტიკა 2012 წლამდე, როდესაც ხელისუფლება სისასტიკეს, არაჰუმანურ მიდგომას უპირისპირებდა გამოხატვის, შეკრების თავისუფლებას, ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს 2012 წელს და ამის საუკეთესო გამოხატულება იყო პოლიციის მიდგომა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში. საბოლოო ჯამში, ამ აქციებთან მიმართებით პოლიციამ იმოქმედა ზედმიწევნით კარგად და ამის ძალიან კარგი ინდიკატორი გარდა სხვა ინდიკატორებისა იყო, იმედგაცრუებული ოპონენტები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, ოპოზიციის წარმომადგენლები , ბატონი ნიკა გვარამიას სახე, მისი გაფითრებული სახე არ დაგვავიწყდება ჩვენ, როდესაც მშვიდობიანად დასრულდა ეს მოვლენები თბილისში.

მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს იმისთვის რომ ისინი პატრიოტული სულისკვეთებით , პროფესიონალურად ემსახურებიან თავის საქმეს, ჩვენს ქვეყანას. პოლიციელის პრესტიჟისა და ღირსების დაცვა არის ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი და ამ საქმეში საქართველოს პარლამენტი როგორც ინსტიტუტი, ბუნებრივია თავის მაქსიმალურ წვლილს შეიტანს. მე მინდა პირადად ვიცე პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას გადავუხადო მადლობა, ძალიან დამაჯერებელი მოხსენებისთვის, კითხვა პასუხისთვის, მართალი მოხსენებისთვის . მე დღეს გამიმყარდა იმის რწმენა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის საიმედო ხელში, ის რეფორმები რომელიც უნდა განხორციელდეს სამინისტროში, არის საიმედო ხელში და ამისათვის უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ გიორგი გახარიას"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა