logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: შინაგან საქმეთა მინისტრი ქუთაისიდან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერით დაბრუნდება
თამარ ჩუგოშვილი: შინაგან საქმეთა მინისტრი ქუთაისიდან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერით დაბრუნდება
22:46 18.05.2018
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის შეაჯამებისას განაცხადა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მინისტრის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი.

"მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, და მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოებას. ბატონი გიორგი, დღეს თქვენ, საკმაოდ მძიმე დღის შემდეგ პარლამენტიდან თბილისში ბრუნდებით ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერით. მე მგონია, რომ ეს თქვენთვის და ჩვენთვის, პარლამენტისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენი დღეს ჩამოსვლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეს დღე მიუხედავად იმისა რომ დამღლელია და მძიმეა, არის თქვენი პოლიტიკური ძალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე, რომ გილოცავთ ამ დღის ძალიან წარმატებით, პროფესიონალურად, ძალიან კომპეტენტურად ჩატარებას. რაც შეეხება იმ პროცესებს რაც მე დღეს დავინახე დღის განმავლობაში და რაც ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ჩემთვის პირადად, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, არის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოსმენა იმის, რომ ადამიანის უფლებების დაცვა არის პრიორიტეტი. ამას ჩვენ მიჩვეულები არ ვართ და რაც მთავარია ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. მე მგონი ჩვენ საკმაოდ კარგად დავინახეთ, ნათლად, მკაფიოდ, ვისაც თემა აინტერესებს და ვინც საკითხში ერკვევა, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. არის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ყოველდღიურად ვხედავთ ჩვენ ამის შედეგებს. ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიმართ ბრძოლის საკითხებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ისეთი ეფექტური როგორც არასდროს. ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკის ზრდა არის მაჩვენებელი არა იმის, რომ ძალადობა იზრდება, არამედ იმის, რომ პოლიცია როგორც იქნა, გახდა ეფექტური, გახდა ძლიერი და როგორც იქნა, ქალებს, ადამიანებს, რომლებიც ამ ტიპის ძალადობის ქვეშ არიან, გაუჩნდათ განცდა, რომ სახელმწიფო მათ იცავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პოზიტიურია.

რაც შეეხება ბოლო დღეებში გამოთქმულ, საკმაოდ ემოციური იყო საზოგადოება ბოლო კვირის განმავლობაში- სწორად მოიქცა თუ არა პოლიცია, რომელი ჯგუფის ინტერესი დაიცვა და ა.შ. აქ უნდა დავსვათ ჩვენ მთავარი კითხვა, რას ვაკეთებთ ყველა ერთად?! რას ვაშენებთ და რა მიზანი გვაქვს. ვაშენებთ თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, რომელიც ეფუძნება ჩვენი წინაპრების მიერ, ასი წლის წინ შექმნილ ფუნდამენტს და ასახავს, იმას რომ სახელმწიფო, პოლიცია იცავს კანონს და ამას უნდა მივეჩვიოთ ყველა. ის არ იცავს იმ ჯგუფებს, რომელიც მოსწონს არ მოსწონს, არამედ იცავს იმ ადამიანებს რომლებიც ემორჩილებიან კანონს და რომელებიც კანონის ფარგლებში გამოხატავენ ერთის მხრივ თავის აზრს-როგორიც არ უნდა იყოს ეს აზრი და მეორეს მხრივ, თუკი ვინმე სცდება კანონის ფარგლებს, კანონით გათვალისწინებული წესით აგებს პასუხს. ეს არის ნორმალური სახელმწიფო, ეს არის ჯანსაღი დამოკიდებულება სახელმწიფოსი და პოლიციის, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ . ვინაიდან მე თვითონ, პირადად გამომივლია მრავალი აქცია და პოლიციის ქმედება მინახავს ჩემი თვალით სხვადასხვა ეტაპზე, სრულიად გულწრფელად მგონია, რომ პოლიცია ამ დღეებში, ამ კვირში იყო მოწოდების სიმაღლეზე და ისე როგორც არასდროს. მე მიხარია ამის თქმა იმიტომ, რომ მახსოვს ის პერიოდიც როდესაც მეშინოდა როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს. იმიტომ, რომ პოლიცია იყო ყველაზე საშიში ძალა. ძალიან მიხარია რომ აქედან ძალიან შორს ვართ. ძალიან შორს წამოვედით დროის მოკლე პერიოდში და ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ და დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი, როგორც ბატონმა გიორგიმ თქვა არის ეფექტურობა, სიმკაცრე, პოლიტიკური ნეიტრალობა და მოქალაქეებზე ზრუნვა. ძალიან რთული კომბინაციაა, მის რეალობაში განსახორციელებლად პრინციპული, მძიმე და სწორი, ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო და მე მინდა მოგილოცოთ, რომ თქვენ სწორად დგამთ ამ ნაბიჯებს. მე მგონია ამას ყველა ხედავს მიუხედავად იმისა, ჩვენი ზოგიერთი კოლეგა რას საუბრობს აქ. მე მგონია, რომ ამას ყველა ძლიან ცხადად ვხედავთ. ასე რომ წაიღეთ ჩვენი ნდობა, დამატებით თბილისში და წრმატებებს გისურვებთ, იმ ამბიციური გეგმების განხორციელებაში რომლებზეც თქვენ დღეს ისაუბრეთ"-განაცხადა ჩუგოშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა