logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალში მონაწილეობს
მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალში მონაწილეობს
14:34 18.05.2018
დანიის სამეფოს ქ. ელსინორში ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალი გაიმართა , რომელშიც საქართველოს დელეგაციამ ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა სიტყვით მიმართა მინისტერიალის მონაწილეებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტერიალის ფარგლებში, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულება და აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების გადასალახად მნიშვნელოვანია საერთო ევროპული ღირებულებების დაცვა.

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე, მათ შორის ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე. მისი განცხადებით, ვითარებას ართულებს ისიც, რომ საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ ადგილზე მდგომარეობის გაცნობის შესაძლებლობა. მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშებსა და მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე "ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ", რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.

მინისტერიალზე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გამოსვლებში, სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დაგმეს რუსეთის ფედერაციის ქმედებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს მასზე ნაკისრი ვალდებულებები.

აღსანიშნავია, რომ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში გახდა მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილი და სხდომის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ხსენებულ ანგარიშს, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

აღსანიშნავია, რომ მინისტერიალზე მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ექვსი თვის ვადით გადაეცა ხორვატიას. მინისტერიალზე ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა მისი თავმჯდომარეობის პერიოდისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული საკითხები, რომელთა შორისაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვა, დეცენტრალიზაცია თვითმმართველობების გაძლიერების კონტექსტში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და კულტურული მარშრუტები.

მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის მხარდასაჭერად დემოკრატიული ინსტიტუტების როლსა და მათ წინაშე მდგომ საფრთხეებზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა