საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს დღეს დროებით ჩაკეტავს
საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს დღეს დროებით ჩაკეტავს
10:30 07.05.2018
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გამო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტები დაიკეტება.
შეზღუდვა დღეს 20:00 საათიდან 10 მაისამდე იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ 9 მაისი რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების გამო აღინიშნება. 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე გაიმართა ამ გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი. დღესასწაულად გამოცხადდა 1945 წლის 8 მაისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ხოლო უქმე დღედ - 1965 წლის 26 აპრილს.

ბეჭდვა