logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„რედისონში“ დღეს კონფერენცია - „ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“ გაიმართება
„რედისონში“ დღეს კონფერენცია - „ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“ გაიმართება
09:31 22.07.2016
სასტუმრო ,,რედისონში“ დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით, კონფერენცია „ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“ გაიმართება.
კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების (CED)“ ფარგლებში ტარდება და მას კერძო მეწარმეები, დამოუკიდებელი ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობების და ორი ქვეყნის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.
კონფერენცია საქართველო-სომხეთს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების განხილვისა და ამ კუთხით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა. კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმსჯელონ ჩატარებული საბაზისო კვლევის შედეგების გარშემო, რომლის ძირითადი მიზანი ურთიერთმოსაზღვრე რეგიონებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოსა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშემწყობი ფაქტორების შესწავლა იყო. კვლევის შედეგად გამოვლენილი იქნა ის კონკრეტული სექტორები, რომლებსაც განვითარების, საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთში ბიზნესის კეთების თაობაზე შედგენილი პრაქტიკული სახელმძღვანელოსა და ბიზნეს- კატალოგის პრეზენტაცია, რომელთა გამოცემაც სწორედ საბაზისო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განხორციელდა.
პროექტი „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარება“ საქართველოს მხრიდან სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ, სომხეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაცია „მხარდაჭერა ნოემბერიანსა“ (SfN) და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ჩრდილოეთის ფილიალთან (EPF NB) თანამშრომლობით ხორციელდება და ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის (EaPTC) ფარგლებშია დაფინანსებული.
პროექტის მიზანია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერება ქვემო ქართლსა და ტავუშის რეგიონებს შორის ინვესტიციების მოზიდვის გზით, ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონების ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერება ბიზნეს წარმომადგენლებს შორის მჭიდრო ურთიერთობის გზითა და ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმირება სამიზნე რეგიონებში არსებული ტრანსსასაზღვრო საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების შესახებ.
კონფერენცია 10:00 საათზე დაიწყება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა