logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ქართული სტარტაპის Pulsar AI - ის საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით გასვლა პირდაპირი დასტურია, რომ ჩვენი ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში სწორი ნაბიჯია
ნათია თურნავა: ქართული სტარტაპის Pulsar AI - ის საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით გასვლა პირდაპირი დასტურია, რომ ჩვენი ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში სწორი ნაბიჯია
14:18 12.05.2021
„პირველად საქართველოს ისტორიაში მაღალტექნოლოგიურმა სტარტაპ კომპანია გლობალურ ბაზარზე წარმატებით გავიდა. გარიგების ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ვულოცავ ქართული სტარტაპის Pulsar AI - ის გუნდს ამ წარმატებას. ეს ფაქტიც ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა ინტელექტუალური პოტენციალი არსებობს საქართველოში და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უფრო დიდი წარმატება და გამარჯვება გველის," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გლობალურ ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების ერთ-ერთი ლიდერის, კომპანია SpinCar-ის მიერ ქართული სტარტაპის Pulsar AI - ის შეძენის ფაქტი.

ამ გარიგების შედეგად, Pulsar AI-ის ტექნოლოგიების ინტეგრირება მოხდება SpinCar-ის პლატფორმაზე და Pulsar AI - ის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას გლობალური კომპანიის გუნდთან ერთად. აღსანიშნავია, რომ 2018 – 2019 წლებში სტარტაპი Pulsar AI-ი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეგიდით განხორციელებული 100,000 ლარისა და 650,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსების გრანტების გამარჯვებულია.

„ეკონომიკის სამინისტრო, ინოვაციების სააგენტოს მეშვეობით, 2014 წლიდან აქტიურად მხარს უჭერს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და მსოფლიო ბანკთან ერთად უკვე 2018 წლიდან შევძელით უფრო მასშტაბური მხარდაჭერის პროექტები შეგევთავაზებინა ქართველი სტარტაპებისთვის და დღეს ყველა უკვე ვხედავთ ამ შედეგებს. ეს პირდაპირი დასტურია, რომ საქართველოს მთავრობის ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში, ინოვაციებში და ტექნოლოგიებში სწორი ნაბიჯი იყო და ამ მიმართულებით მზად ვართ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა განვახორციელოთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა