logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
პრემიერის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკი იქნება
პრემიერის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკი იქნება
12:25 07.05.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი, უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ევროპის საინვესტიციო ბანკის(EIB) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი იქნება.

ახალი მრჩეველი ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორონავირუსის გამო შექმნილ რთულ ვითარებაში საჭიროა ეკონომიკის აღდგენის ახალი გეგმა, რომელშიც უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და სპეციალური მრჩევლის ძირითადი ფუნქცია სწორედ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა იქნება.

კერძოდ, ვაზილ ჰუდაკი იმუშავებს უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზებაზე საქართველოს მთავრობის ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის; მას ურთიერთობა ექნება ევროკავშირთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ისევე, როგორც საერთაშორისო სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებთან, საინვესტიციო ფონდებსა და ბანკებთან.

ვაზილ ჰუდაკი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე და უზრუნველყოფს მათ განხორციელებაში უცხოელი ინვესტორების - როგორც, ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ჩართულობას.

„მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ჩემი სპეციალური მრჩეველი, ბატონი ვაზილ ჰუდაკი, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში, საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდება, მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევარჩიეთ ბატონი ვაზილი, რომელიც არის საქართველოს დიდი მეგობარი და მისი წარმატებული კარიერის განმავლობაში მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად; ფინანსთა მინისტრად. მანამდე მუშაობდა კერძო ბანკებში, როგორებიც არიან „ჯეიპი მორგანი", „სითი ბანკი". ასევე მინდა გითხრათ, რომ ბატონი ვაზილი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. როცა ბატონი ვაზილი იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, მაშინ ხშირად სტუმრობდა საქართველოს. იგი კარგად იცნობს ჩვენს ეკონომიკურ გუნდს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ ბატონი ვაზილი წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად. ბატონმა ვაზილმა უკვე გამართა შეხვედრები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან. მისი ამოცანაა ჩვენი ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე. საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისთვის მას ურთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე, საერთაშორისო სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებთან, საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან.

ჩვენი დღევანდელი სტრატეგიის გათვალისწინებით, საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების სფეროში ევროპის პოლიტიკას ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს პოლიტიკა სწორედ ბატონი ვაზილის ხედვითა და პროფესიული რჩევებით განხორციელდება. ასე, რომ მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ვაზილს ამ შეთავაზების მიღებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივად მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც ახლა სჭირდება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ვაზილ ჰუდაკმა აღნიშნა, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში იმუშავებს ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობის ხელშეწყობისთვის.

„უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში კვლავ დავბრუნდი. საქართველო არის ძალიან ახლოს ჩემს გულთან და როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა რანგში, ყველაზე ახლო პერიოდში ვიყავი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. ეს არის უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში და საქართველოს ეკონომიკაში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახლა უკვე ახალ რანგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობის ხელშეწყობისთვის.

ჩვენ რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა ერთად, ევროპაში, გლობალურად, კოვიდის გამო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რთული დრო არის შესაძლებლობების პერიოდიც. შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიზარდოთ, განვითარდეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროს უკეთესი ხარისხი შევქმნათ, შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დახმარება. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური სიტუაციის აღდგენა ინვესტიციების, მეტი ეკონომიკური განვითარების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალი ევროკავშირში. უკვე ბრძანა ბატონმა პრემიერმა, რომ ევროკომისიის და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ვარ მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით. ეს არის გამძლეობის მატებისთვის შექმნილი სპეციალური ინსტიტუტი. 50 მლრდ ევრო გამოიყო ამ პროგრამისთვის. 2 ძირითადი ასპექტი გააჩნია ამ პროგრამას, ერთი გახლავთ გაციფრულება და მეორე - მწვანე ან გარემოსდაცვითი მიმართულება, კლიმატის ცვლილების დაძლევა. ეს არის საქართველოს მიმართულებებიც - გახდეს უფრო ციფრული, უფრო თანამედროვე და უფრო მწვანე. მიმაჩნია, ამით საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას და ეს არის საქართველოს მთავრობის ძირითადი მისწრაფებაც. ამ პროცესში, ყველა ამ გამოწვევასთან ბრძოლის საქმეში ეკონომიკური გუნდის ყველა მინისტრს შევხვდი, სხვადასხვა გამოწვევა და სხვადასხვა საჭიროება შევისწავლე. სახელმწიფო რესურსები არაა საკმარისი ყველა ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სხვა რესურსებიც იყოს მობილიზებული და კერძო სექტორიც იყოს ჩართული. სწორედ, ამაში ვხედავ ჩემს როლს, რომ დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც მოხდება სხვა რესურსების მობილიზაცია. საერთაშორისო დახმარების გზით, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. ამას ვხედავ საჯარო და კერძო პარტნიორობის გზითაც, რაც საქართველოს ეკონომიკას წაადგება. მე ნამდვილად დიდი პატივი მაქვს, რომ ამ რანგში ვიმსახურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად და საქართველოს, ქართველ ხალხს ვემსახურო, ეს არის საქართველოსა და ევროკავშირის კავშირების გაძლიერების შესაძლებლობა და ამ მისიას ძალიან სერიოზულად ვუდგები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა.

ვაზილ ჰუდაკს როგორც საჯარო, ისე საერთაშორისო საფინანსო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ვაზილ ჰუდაკი ამჟამად არის ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველი ეროვნული განვითარების ფონდის შექმნის საკითხებში; ასევე - GLOBSEC-ის ვიცე-პრეზიდენტი; სხვადასხვა პერიოდში იგი იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის(EIB) ვიცე-პრეზიდენტი; სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი; სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ევროკავშირის საბჭოს ეკონომიკური და ფინანსური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი; ევროკავშირის ბიუჯეტის მთავარი მომლაპარაკებელი ევროკავშირში სლოვაკეთის პრეზიდენტობის დროს; სლოვაკეთის საინვესტიციო ჰოლდინგისა და სლოვაკეთის საგარანტიო და განვითარების ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკისა და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ამერიკული საინვესტიციო ბანკის J.P. MORGAN CHASE-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო სექტორის მიმართულების უფროსი; ამერიკული მრავალეროვნული საინვესტიციო ბანკის CITIGROUP-ის ვიცე-პრეზიდენტი; ასევე საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაცია EASTWEST INSTITUTE-ის ვიცე-პრეზიდენტი. ვაზილ ჰუდაკი არის საერთაშორისო ურთიერთობათა და დიპლომატიის მაგისტრი და საერთაშორისო სამართლის დოქტორი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა