logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
ნათია თურნავა: საქართველო გახდება ერთ-ერთ პირველი, ვისაც მომავალში სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს ადგილად, სადაც მათი ტურისტები ჩავლენ
ნათია თურნავა: საქართველო გახდება ერთ-ერთ პირველი, ვისაც მომავალში სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს ადგილად, სადაც მათი ტურისტები ჩავლენ
12:38 14.05.2020
საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი, ვისაც სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს მომავალში იმ მიმართულებად, სადაც მათი ტურისტები ჩამოვლენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, პრემიერ - მინისტრის დავალებით, მთელი მთავრობა და პირველ რიგში, ეკონომიკის სამინისტრო, პერმანენტულ კომუნიკაციაშია კოლეგებთან.

„სისტემატიური კომუნიკაცია მაქვს სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის, ტურიზმის მინისტრებთან, იმ უწყებებთან, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობს, რომ შევიმუშაოთ უსაფრთხო კორიდორების წესები და ჩვენმა ძალისხმევამ უკვე გამოიღო შედეგი. კონკრეტულ ქვეყნებთან გვაქვს გარკვეული მიღწევები და მომავალში სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც მათი ქვეყნის ტურისტები ჩავლენ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ისრაელის სამთავრობო სტრუქტურებმა უკვე დაასახელეს საქართველო, როგორც ერთ-ერთი იმ უსაფრთხო ქვეყანათაგანი, სადაც შედარებით ნორმალური ეპიდსიტუაციიდან და მთავრობის მიერ გატარებული ეფექტური ზომებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ მათი ტურისტები ჩავლენ.

მინისტრის განცხადებით, მუშაობა გრძელდება სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის ევროპის, ბალტიისპირეთისა და რეგიონის ქვეყნებთან.

ნათია თურნავას განმარტებით, ყოველივე აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, სულ მალე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე დასახელდება არა მხოლოდ ავიაკომპანიებიდან დასტური, არამედ კონკრეტული თარიღები.

მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, უკვე 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ დაადასტურდა პირველივე შესაძლებლობებისთანავე რეგულარული ფრენების აღდგენის მზადყოფნა.
„ეს არის ორკომპონენტიანი ამოცანა. ერთი ეს არის პირდაპირი ფრენები და ავიაკომპანიები მზად არიან, ყველა უსაფრთხო წესების დაცვით ფრენების დაწყებისთვის. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნების მთავრობებს შორის შეთანხმება. აქაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, თუ რა წესებით იფუნქციონირებს უსაფრთხო ტურიზმი და უსაფრთხო დერეფნები“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ყველა წინაპირობაა გააჩნია იმისთვის, რომ ნამდვილად ვიყოთ პირველი ქვეყანა, ვინც ყველა ამ უსაფრთხო კორიდორში მონაწილე იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვეთ სამედიცინო გაიდლაინების და წესების დაცვით ისე, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სანიმუშოდ ვმართეთ.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტი ანუ იგივე ღია ცის ქვეშ არსებული ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაცია, სადაც უსაფრთხოდ და სიამოვნებთ ჩამოვა უცხოელი ტურისტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ ტურისტული სეზონის გახსნის პერსპექტივას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა