logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ეკონომიკის სამინისტრო: ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების და მათთან აფილირებული მედიასაშუალებების მიერ პირბადეებთან დაკავშირებით არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება
ეკონომიკის სამინისტრო: ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების და მათთან აფილირებული მედიასაშუალებების მიერ პირბადეებთან დაკავშირებით არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება
21:07 17.04.2020
"ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 17 აპრილიდან პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო ხდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც სხვა საჯარო უწყებებთან კოორდინაციითა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, რეკორდულად მოკლე დროში განახორციელა საყოფაცხოვრებო დანიშნულების 12-შრიანი პირბადეების ადგილზე დამზადების ორგანიზება, ქვეყნის 4 მსხვილ სააფთიაქო ქსელს უკვე მიაწოდა 1 მილიონამდე პირბადე, რომელიც სუბსიდირებული ფასით იყიდება"-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციითვე, შედეგად, დღეს საქართველოში დოლბანდისგან 12-შრიან პირბადეს 9 საწარმო ამზადებს. ამ დროისთვის უკვე შეკერილია 1,750,000 ცალი პირბადე.

"აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პირბადის ტესტირება ჩაატარა მიმდინარე წლის 13 მარტს და დაასკვნა, რომ 12-შრიანი პირბადის ნიმუში, რომელიც მზადდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე პირბადე“ მონაწილე სამკერვალო საწარმოების მიერ, აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს და პირობებს და შესაძლებელია გამოყენებული იქნას მრავალჯერადად საყოფაცხოვრებო პირობებში.

ამასთან, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სექტორს ერთჯერადი სტანდარტული სამედიცინო პირბადეებით სრულად დააკმაყოფილებს წარმოება, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ამოქმედდა. ადგილობრივი წარმოების 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ" შეიძენს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

იმ დროს, როდესაც საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად, ყველაფერი კეთდება პირბადეებთან დაკავშირებული დეფიციტის დასაძლევად, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების და მათთან აფილირებული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია, რომლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა როგორც წარმოებული პირბადეების ხარისხობრივი მაჩვენებლების, ასევე წარმოებაში კორუფციული ინტერესების შესახებ.

მიგვაჩნია, რომ პანდემიისას, როდესაც მთელი საზოგადოება ერთი საერთო მტრის წინააღმდეგ უნდა მოქმედებდეს, მსგავსი აბსურდული ინფორმაციის გავრცელება სრულიად მიუღებელია"-აცხადებენ სამინისტროში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა