logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ამ პერიოდს აქტიურად გამოვიყენებთ, იმისთვის, რომ დავასრულოთ ბიზნესების მონიტორინგი, რათა სწრაფად შევამზადოთ სექტორი იმ მომენტისთვის, როდესაც ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას
ნათია თურნავა: ამ პერიოდს აქტიურად გამოვიყენებთ, იმისთვის, რომ დავასრულოთ ბიზნესების მონიტორინგი, რათა სწრაფად შევამზადოთ სექტორი იმ მომენტისთვის, როდესაც ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას
18:00 17.04.2020
„ბიზნესისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორი დაგეგმვა, ჰქონდეს ნათელი ხედვა შემდგომი პერიოდისა, იმისთვის, რომ სწორად დაგეგმოს რესურსები და ქმედებები. მინდა, გულახდილად მოგახსენოთ, რომ გათვალისწინებით იმ ეპიდემიოლოგიური საფრთხეებისა და ვითარებისა, როცა ჩვენ შევდივართ, პრაქტიკულად, ძალიან კრიტიკულ ვითარებაში და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ზომების მიღება გვიწევს, საგანგებო ვითარების დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი, რომ ჩვენ აქტიურად დავიწყებთ ბიზნესების ამოქმედებას, იმ ბიზნესების, რომლებიც დროებით შეჩერდა და ახლა ემზადება იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან დაიწყოს ისევ მუშაობა. სამაგიეროდ, ამ პერიოდს ჩვენ ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ, იმისთვის, რომ დავასრულოთ ბიზნესების მონიტორინგი, გადამოწმება იმ უსაფრთხოების სტანდარტებისა, რაც მათ უნდა დააკმაყოფილონ, იმისთვის, რომ როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, დავიწყოთ ზომების შერბილება და კვლავ ავამოქმედოთ ეკონომიკა, ყველა იყოს ამისთვის მზად და დამატებითი დრო შემოწმებისთვის ჩვენ აღარ დაგვჭირდეს,“- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების გაერთიანებული ინსპექციები ძალიან აქტიურად განაგრძობენ ბიზნესების შემოწმებას, თუ რამდენად პასუხობენ ისინი ახალ გაიდლაინებსა და მოთხოვნებს და ამ დროისათვის 300-ზე მეტი კომპანია უკვე შემოწმდა. როგორც მინისტრმა განაცხადა, როდესაც დაიწყება ეკონომიკის ამოქმედება, ბიზნესსექტორებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტი ონლაინ ვაჭრობა იქნება.

„ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიზნესსექტორებს შორის, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ეკონომიკის ჩართვას და ამოქმედებას, იქნება ონლაინ ვაჭრობა და ის კომპანიები, რომლებიც დაკავებულია, ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე. აქედან გამომდინარე, შემდეგ კვირაში ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყებთ, სწორედ, ონლაინ ვაჭრობის კომპანიების მონიტორინგსა და შემოწმებას, რაც მოგვცემს საშუალებას, უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევამზადოთ ეს სექტორი იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას და მათ ექნებათ უსაფრთხო საქმიანობის შესაძლებლობა“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, დღეს ქვეყანა იმყოფება, პრაქტიკულად, ახალი გამოწვევების წინაშე, ძალიან კრიტიკულ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რაც ახალ პრობლემებსა და გამოწვევებს აყენებს. მისივე თქმით, სწორედ, აქედან გამომდინარე მიიღო მთავრობამ გადამწყვეტი ზომები, რათა მობილობა მკვეთრად დაეცეს და შეიზღუდოს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა