logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, საფონდო ბირჟაზე 58.4 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, საფონდო ბირჟაზე 58.4 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
17:23 17.04.2020
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თიბისი ლიზინგმა საჯარო ემისიის სახით 58.4 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ეს არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ლარში დენომინირებული ყველაზე დიდი საჯარო ემისიაა, რომელიც საქართველოში აქამდე განხორციელებულა.

ობლიგაციებში ინვესტირება ქართულმა კომერციულმა ბანკებმაგანახორციელეს, რომლებიც ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკიდან ლარის დამატებითი რესურსის მოსაზიდად იყენებენ. ობილაციების საერთო ღირებულება ამ ეტაპისათვის 58.4 მილიონი ლარია, თუმცა მომავალში მისი 70 მილიონ ლარამდე გაზრდაა დაგეგმილი.

მნიშვნელოვანია, რომ თიბისი ლიზინგმა მოახერხა არსებული ვალდებულებების გახანგრძლივება 18 თვიდან 36 თვემდე. ფასიანი ქაღალდის პროცენტი ცვლადია და შეადგენს თბილისის ბანკთაშორის 3 თვიან განაკვეთს დამატებული 3.25%.

ემისია იმითაც არის გამორჩეული, რომ ობლიგაციები უზრუნველყოფილია თიბისი ლიზინგის პორტფელითდა ამ მხრივ ინვესტორი უფრო დაცულია, ვიდრე არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში. ინვესტიციის განხორციელება ლიკვიდურ ფასიან ქაღალდში ინვესტორებს მოქნილობას ანიჭებს და მათ საკუთარი პორტფელის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას აძლევს.

„თიბისი კაპიტალის მიერ თიბისი ლიზინგის ბონდების გამოშვება მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა რამდენიმე მიზეზის გამო. აღსანიშნავია, რომ ეს არის საქართველოში არა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული ყველაზე დიდი ემისია. ტრანზაქცია მნიშვნელოვანია ინვესტორი ბანკებისთვისაც, რადგან მათ საშუალება აქვთ ემიტენტის სესხების ობლიგაციებში გადატანით ლარის დამატებითი რესურსი მოიზიდონ ეროვნული ბანკიდან. ასევე, ეს არის უზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისიის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, რაც ბაზარზე ხშირად არ ხდება. ობლიგაციები უზრუნველყოფილია სალიზინგო პორტფელით, რაც ინვესტორების საკრედიტო რისკს დამატებით ამცირებს. ტრანზაქცია თიბისი კაპიტალსა და ემიტენტ კომპანიას შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რომელიც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენს ქვეყანაში ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის განვითარების საქმეში,“ - განაცხადა მერი ჩაჩანიძემ, თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა.

„მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგის ფასიანი ქაღალდი თიბისი კაპიტალის მეშვეობითწარმატებით განთავსდა საფონდო ბირჟაზე. თიბისი ლიზინგი აღნიშნული ობლიგაციებიდან მიღებულ რესურსს მოკლევადიანი სესხების რეფინანსირებისთვის მიმართავს და ასევე, გაზრდის ლარში მოზიდული რესურსების საერთო მოცულობას, რაც დღეს განსაკუთრებით პრობლემურია ადგილობრივ ბაზარზე. ამასთანავე, თიბისი ლიზინგის მხრიდან განაცხადი საჯარო შეთავაზებაზე იმის დასტურია, რომ ჩვენი კომპანია ინვესტორებისთვის უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ხდება. ეს არის 3 წლიანი უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდი, სადაც ინვესტორი უფრო დაცულია,“ - განაცხადა გაგა გოგუამ, თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა.

თიბისი ლიზინგის მიერ ობლიგაციების გამოსყიდვა განთავსებიდან 3 წელიწადში - 2023 წლის მარტში მოხდება. კომპანიას ობლიგაციების ვადაზე ადრე გამოსყიდვის უფლება გამოშვებიდან 1 წლის შემდეგ აქვს.

ეროვნულმაბანკმაემისიის პროსპექტიფასიანი ქაღალდების გამოშვების თაობაზე 17 მარტს დაამტკიცა, ხოლო განთავსება 20 მარტს განხორციელდა. ტრანზაქცია საქართველოში კოვიდ-19-ის ადრეული გავრცელების პარალელურად დაიხურა, რაც ინვესტორებისა და ეროვნული ბანკის მიერ ოპერატიულად შესრულებული სამუშაოს შედეგია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა