logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: მივესალმებით ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფასეულია თითოეული ახალი ინვესტიცია და ახალი დასაქმებული
ნათია თურნავა: მივესალმებით ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფასეულია თითოეული ახალი ინვესტიცია და ახალი დასაქმებული
17:25 27.03.2020
მისასლმებელია, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, "ეიპიემ ტერმინალსი" კვლავაც მტკიცედ ინარჩუნებს საქართველოში მასშტაბური - 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების, ფოთის პორტის გაფართოებისა და ახალი სიმძლავრეების აშენების სურვილს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის" მიწათსარგებლობის ნებართვის გაცემაზე კომენტარისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ეს არის პრაქტიკულად დამატებით 10 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის საპორტო ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, 1000-მდე დასაქმებული ადამიანი, რაც განსაკუთრებით დღეს, კორონავირუსის გამოწვევის წინაშე მდგარი ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

"ამიტომ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დეტალური შესწავლისა და ექსპერტიზის შემდეგ, ჩვენ გავეცით პირველი ეტაპის მიწათსარგებლობის ნებართვა ამ პროექტზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო ნებართვა და წინ კომპლექსური პროცესია გასავლელი - დასაზუსტებელია პროექტის დეტალები, სტრუქტურა, მოსამზადებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასება. მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დროულად განხორციელდება და რაც მთავარია, დასაქმდებიან ადამიანები. ამიტომ მივესალმებით ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფასეულია თითოეული ახალი ინვესტიცია და ახალი დასაქმებული", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს დიდი გეგმები აქვს ზოგადად შავიზღვისპირეთში, მათ შორის ბუნებრივია ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა