logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
მიხეილ დაუშვილი: აპარატის კოორდინაციით, კერძო სექტორის სოლიდარული აქტივობები ჩვენი მოქალაქეების კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება
მიხეილ დაუშვილი: აპარატის კოორდინაციით, კერძო სექტორის სოლიდარული აქტივობები ჩვენი მოქალაქეების კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება
20:23 18.03.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით, კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარული ინიციატივებს კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი გაუწევს.

ინფორმაცია კომპანიების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ერთად მოიყრის თავს და კოორდინირებულად, საჭიროებების შესაბამისად განხორციელდება.

უკვე შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც შეგროვდება კომპანიების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი სხვადასხვა რესურსის და მოქალაქეების წინაშე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულის ანალიზის შედეგად, ბიზნესომბუდსმენის აპარატის კოორდინაციით, კერძო სექტორის სოლიდარული აქტივობები, კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება.

დღეს, ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ ბიზნესთან, დისტანციური პირობებით ორგანიზებულ შეხვედრაზე, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, განიხილეს ამ დროისთვის კერძო სექტორის მხრიდან სოლიდარული აქტივობებისთვის გამოყოფილი რესურსები და ის საჭიროებები, რომელთა მოგვარებაშიც აღნიშნული კომპანიები ჩაერთვებიან.

„ვესაუბრეთ კომპანიებს, რომლებმაც გამოხატეს მზაობა, დადგნენ სახელმწიფოს და მოქალაქეების გვერდით კორონავირუსთან ბრძოლაში. მსურს, სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე 30-ზე მეტმა კომპანიამ გამოხატა სურვილი და ისინი იმ სფეროების მიხედვით, სადაც მოღვაწეობენ, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, მზად არიან, მხარდაჭერა აღმოუჩინონ ჩვენ თანამოქალაქეებს. ეს არის სახელმწიფოს და ბიზნესის ეფექტიანი ურთიერთობის მაგალითი. გვჯერა, რომ ყველა ასეთ გამოწვევასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია, სახელმწიფო, ბიზნესი და მოქალაქე იდგეს ერთად. ჩვენ, სამინისტროებთან ერთად, გავაკეთებთ ყველა იმ საჭიროების იდენტიფიცირებას, რომელიც დღეს არსებობს და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით ბიზნესს, რის შედეგადაც, კომპანიებს, გამოყოფილი რესურსების ფარგლებში, ექნებათ შესაძლებლობა, სოლიდარული ინიციატივები ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს მოარგონ. კომპანიები მზად არიან, ჩაერთონ პროცესში დეფიციტური სამედიცინო პროდუქტების მიწოდების კუთხით, ასევე, პროდუქცია მიაწოდონ და გვერდში დაუდგნენ იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც კორონავირუსის წინაშე მოწყვლადები არიან. ასევე, არაერთი ბიზნესია მზად, ფინანსური რესურსი გამოყოს კორონავირუსთან ბრძოლაში,“ - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა