logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: შევიმუშავეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხვალიდან საქართველოში პირბადეების დამზადებას ვიწყებთ
ნათია თურნავა: შევიმუშავეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხვალიდან საქართველოში პირბადეების დამზადებას ვიწყებთ
19:45 18.03.2020
პრემიერ-მინისტრის დავალებითა და კერძო ბიზნესის ჩართულობით, საქართველოში პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა შევიმუშავეთ, რომლის ფარგლებშიც ხვალიდან საქართველოში პირბადეების დამზადებას ვიწყებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო, „აჭარა ტექსტილია“. ნათია თურნავას განცხადებით, ხვალ თავად ჩავა ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ საწარმოში და პირბადეების პირველი პარტიის წარმოებას დაათვალიერებს.
მისივე თქმით, დღეისთვის პროგრამაში უკვე ჩართულია ათამდე სამკერვალო საწარმო და რამდენიმე კომპანია, რომელიც პირბადეების დამზადებისთვის საჭირო ნედლეულის იმპორტს ახორციელებს.

„ადგილზე გვაქვს ნედლეულის საკმარისი მარაგი, რომ პირბადეების პირველი პარტიის წარმოება მოხდეს. პირველ პარტიას სახელმწიფო შეიძენს და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც შემდეგ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე და ადამიანებზე, ვისაც დღეს პირბადეები ყველაზე მეტად სჭირდება და სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, უფრო ხშირი შეხება აქვს სხვა ადამიანებთან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საუბარია მრავალჯერად პირბადეებზე, რომელსაც გამოყენების სპეციალური ინსტრუქცია ექნება. აღნიშნული ინსტრუქცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეყრდნობა.

„ზოგადად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, რომელიც ამ პროგრამაში ერთვება. ბევრი კომპანია პროგრამაში უანგაროდ მონაწილეობს. იგივე „აჭარა ტექსტილმაც“ გამოთქვა მზაობა, რომ გარკვეული რაოდენობა უსასყიდლოდ შეკეროს. ასევე გარკვეულ მოცულობას უსასყიდლოდ მოგვაწვდის კომპანია, რომელიც ნედლეულის იმპორტს ახორციელებს. ეს არის სწორედ იმ დიდი კონსოლიდაციის, ერთსულოვნების და პატრიოტიზმის გამოხატულება, რაც ამ რთულ პერიოდში ჩვენს საზოგადოებასა და თითოეულ ჩვენგანს ახასიათებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა