logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ადგილზე მიტანის სერვისის კომპანიები მზად არიან, უფრო გაზრდილ ნაკადებს მოემსახურონ
ნათია თურნავა: ადგილზე მიტანის სერვისის კომპანიები მზად არიან, უფრო გაზრდილ ნაკადებს მოემსახურონ
09:40 17.03.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ადგილზე მიწოდების სერვისის კომპანიებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებს ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაცია მიეცათ, მაქსიმალურად გადავიდნენ ადგილზე მიტანის სერვისზე და შეწყვიტონ კლიენტების საკუთარ შენობებში მომსახურება.

„კომპანიებისგან მოვისმინეთ რამდენად აქვთ რესურსი, გაუმკლავდნენ გაზრდილ მოთხოვნას. დავრწმუნდით, რომ მაქსიმალურად მზად არიან, მოემსახურონ უფრო გაზრდილ ნაკადებს, გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობები და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ადამიანები ჩართონ სერვისის მიწოდებაში. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, აღვუთქვით მაქსიმალური მხარდაჭერა. ვფიქრობთ, რომ რესტორნებთან ძალიან კონსოლიდირებულად იმუშავებენ და რესტორნებიც შეძლებენ არ შეწყვიტონ გაყიდვები და გადავიდნენ მომსახურების უფრო უსაფრთხო ფორმებზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, კომპანიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა, რომ შეუფერხებლად შეძლებენ ადგილზე მიწოდების სერვისის უზრუნველყოფას.
როგორც კომპანია „ვოლტის“ წარმომადგენელმა ნატალია ხიზანიშვილმა განაცხადა, კომპანია მზად არის დააკმაყოფილოს როგორც რესტორნების, ასევე სუპერმარკეტების მიმართულებით გაზრდილი მოთხოვნა.

„ჩვენ ასევე დავნერგეთ ისეთი ფუნქციონალი, როგორიცაა უკონტაქტო მიტანა, რაც დამატებითი უსაფრთხოების გარანტიაა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე კურიერისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

კომპანია „მენიუ ჯის“ დირექტორის თამარ არევაძის თქმით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი იყო. მისივე თქმით, კომპანია სრულად არის მზად როგორც პროგრამულად, ასევე კურიერების რაოდენობის მხრივ, რომ არსებულ გამოწვევას უპასუხოს.

შეხვედრაში 15-მდე კომპანია მონაწილეობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი და „საქართველოს ფოსტის“ დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა