logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო
15:49 23.02.2020
ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ. გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:

• ბილ რაიჰართი - სილიკონ ველი, Garage Technology Ventures- ის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, ჩერჩილის კლუბისა და VC Taskforce-ის მცირე გრანტთა მრგვალი მაგიდის თავმჯდომარე, Garage.com-ისა და ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი. 1998 წელს ბილ რაიჰართმა დააფუძნა კომპანია გაი კავასაკისთან ერთად. მან ინვესტიციები განახორციელა მყარი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანიებში. არის მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, მენტორი, სპიკერი, მრჩეველი და ლექტორი.

• ჯონათან თაუერი - გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელიც დაფუძნებულია Silicon Valley-ში. ჯონათან თაუერმა 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 20-ზე მეტ კომპანიაში სამი ძირითადი მიმართულებით: მომხმარებელი (ელექტრონული კომერცია, ბაზარი), საწარმო (პროგრამა, მომსახურება) და სასაზღვრო ტექნოლოგიები (ხელოვნური ინტელექტი/მონაცემები/რობოტები და ა.შ.).

• ლუკ კოვალსკი - Oracle-ის ვიცე პრეზიდენტი. მისი მიმართულებაა ტექნოლოგიური სტრატეგია, ინდუსტრიის სტანდარტები, უსაფრთხოება და სამთავრობო ურთიერთობები. მუშაობდა სტარტაპებთან ბიზნესის მოდელირებისა და ტექნიკური დიზაინის მიმართულებით, მათ შორის - Netscape's Server-თან ელექტრონული კომერციის დარგშიც. იგი ფლობს კოლუმბიის უნივერსიტეტის, Pratt Institute-ისა და ტეხასის არლინგტონის უნივერსიტეტის მაღალ საგანმანათლებლო ხარისხებს. ამჟამად ასწავლის ბერკლის საინჟინრო კოლეჯში ბლოკჩეინის ლაბორატორიაში.





• მარვინ ლიაო - ინვესტორი, ადრეული ეტაპის ვენჩურული კაპიტალისტი. იყო ვენჩურული კაპიტალის ფონდის ,,500 სტარტაპის“ მმართველი პარტნიორი, სან ფრანცისკოში ხელმძღვანელობდა აქსელერატორის პროგრამას და ახორციელებდა ინვესტიციებს ადრეული ეტაპის სტარტაპებში. 6 წლის განმავლობაში ინვესტიცია განხორციელებული აქვს ადრეული ეტაპის 414 სტარტაპში. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა კომპანიაში Yahoo! გლობალური მენეჯმენტის მიმართულებით მმართველობით პოზიციებზე და მოიცავდა აზიის, ევროპის, ლათინური ამერიკისა და აშშ-ს ბაზრებს. ამჟამად წარმოადგენს ინტერნეტ-რეკლამისა და ტექნოლოგიური კომპანიების მრჩეველთა საბჭოებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

• რავი ბელანი - 2012 წლიდან არის Alchemist Accelerator-ის მმართველი პარტნიორი და სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორი. Alchemist Accelerator წარმოადგენს ვენჩურული ინვესტორების ინიციატივას, რომელიც ემსახურება ისეთი სტარტაპების აქსელერაციას, რომელთა შემოსავალი გენერირებულია კომპანიების და არა მომხმარებლის მიერ. 2008 წლიდან არის კომპანიების Justin.TV, Pubmatic, Komli, Badgeville, AppCentral, Vizu, Layer8, Loki Studios, Dijit, Redux-ის მრჩეველი და ინვესტორი. 2000-იანი წლებიდან აქტიურად მოღვაწეობს სტარტაპ-ეკოსისტემის სფეროში. ფლობს ჰარვარდის ბიზნეს სკოლისა და სტენფორდის უნივერსიტეტების მაგისტრის ხარისხს ბიზნესისა და ინდუსტრიული ინჟინერიის მიმართულებით.

პროგრამის ორმა ფინალისტმა საკუთარი გადაწყვეტილებით უარი თქვა საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პრეზენტაციის წარდგენაზე და ორივე მათგანი გამოეთიშა პროგრამას, მათ ნაცვლად კი სარეიტინგო შეფასების შესაბამისად 100 000 ლარის ოდენობის გრანტისთვის ბრძოლას იწყებენ სტარტაპები Shopping Assistant და Transcoder Optime.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა