logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
გიორგი ხანიშვილი: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლის რაოდენობა, ხარისხი და ექსპორტი გაზრდილია
გიორგი ხანიშვილი: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლის რაოდენობა, ხარისხი და ექსპორტი გაზრდილია
15:40 22.02.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიმცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მე-3 შეხვედრა გაიმართა.

სამეთვალყურეო საბჭო სხვადასხვა უწყებისგან დაკომპლექტებული 19 წევრისგან შედგება და მას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობს.

საბჭოს წევრებმაეროვნულ ფიტოსანიტარიულ სტრატეგიაზე, მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. გიორგი ხანიშვილმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება ფიტოსანიტარიული რისკების განსაზღვრა და პრევენციაა. სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, ფიტოსანიტარიული მიმართულებით. სამინისტრო, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს და ხელშესახები შედეგებიც გვაქვს. 2019 წელი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გარდამტეხი წელი იყო. სწორი ფიტოსანიტარიული პოლიტიკის შედეგად, გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლის რაოდენობა, ხარისხი და, შესაბამისად, ექსპორტი“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ, საბჭოს წევრებს სააგენტოს მიერ მცენარეთა დაცვის მიზნით განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე მცენარეთა დაცვის მიმართულებით კვალიფიციური კადრების სიმცირესა და მათი მოზიდვის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„საქართველოში ფიტოსანიტარიული მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება; ჩვენი უნივერსიტეტი მზად არის ითანამშრომლოს და ქართველ კოლეგებს წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული საქართველოში არსებულ საჭიროებებსა და გარემოზე“, - განაცხადა კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორმა, ბილ ერისიანმა.

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დონორი ორგანიზაციების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა