logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები
ნათია თურნავა: ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები
20:22 19.02.2020
„ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მინსკში საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა თავის სიტყვაში მიმოიხილა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთკავშირების ძირითადი ასპექტები და აღნიშნა, რომ დღესდღეობით საქართველო რეგიონული ლიდერია ბევრ სფეროში და მიმზიდველი, საიმედო სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი. ნათია თურნავამ ვრცლად ისაუბრა იმ სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებებზე, სადაც ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების დიდი პოტენციალია, მათ შორის ორმხრივი, ერთობლივი პროექტების სახით. „დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, მომავალშიც ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის თავისუფალი ეკონომიკური ზონების საპარტნიორო ურთიერთობების განვითარებაზე სხვადასხვა მიმართულებით - ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების მიზნით.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოსა და ბელარუსს შორის სატვირთო გადაზიდვების განვითარება.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ბელარუს კოლეგებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლებიც გააცნო. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ, წინასწარი მაჩვენებლებით, გასულ წელს 5.2% შეადგინა. „საგარეო-სავაჭრო ბრუნვა 2019 წელს 2.7%-ით გაიზარდა და 12.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ექსპორტის კუთხით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კი 2019 წლის სამ კვარტალში დაახლოებით 909 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენ უპრეცედენტო ზრდა გვაქვს ტურიზმის სფეროში - გასულ წელს საქართველოს 9.4 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც რეკორდული მაჩვენებელია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ბელარუსის წარმომადგენლებს ასევე გააცნო საქართველოს შედეგები სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში და მათში საქართველოს წარმატებული პოზიციონირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა