logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
„Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად „BB“ სტაბილურ დონეზე დაადასტურა
„Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად „BB“ სტაბილურ დონეზე დაადასტურა
17:25 17.02.2020
სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი 'BB' კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით გამყარებულია მაღალი მართველობის ხარისხით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი და რეგიონული შოკებისადმი მაკროეკონომიკური მდგრადობით. ამასთან, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.

სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის ძლიერი ფაქტორია ის, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და 2019 წელს ეკონომიკური ზრდა იყო მოსალოდნელზე მაღალი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლისთვის „Fitch“-ის საპროგნოზო მაჩვენებელი „BB“ კატეგორიის ქვეყნების ბოლო 5 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდის 4.2%-იან მაჩვენებელზე მეტი იქნება.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი) სუსტი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ექსპორტი გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციამ და გაცვლითი კურსის გაუფასურებამ.
ამასთან, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-თან მიმართებით ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და Fitch-ის შეფასებით 2019 წელს 4.5% შეადგინა, რასაც ხელი შეუწყო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებამ. Fitch-ის შეფასებით 2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 4.1%, ხოლო 2021 წელს მშპ-ს 4.2% იქნება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სრულად დაფინანსდება წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მდგრადი დონით, რომელიც სარეიტინგო კომპანიის შეფასებით საშუალოდ მშპ-ს 5%-ის ფარგლებში იქნება.

სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის თანახმად, ფისკალური მაჩვენებლები შეესაბამება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს.

ფისკალურმა დეფიციტმა 2019 წელს 2.2 პროცენტი შეადგინა, რაც „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელზე ნაკლებია. ამასთან, საქართველოს საბანკო სექტორი ჯანსაღი და კარგად კაპიტალიზებულია.

გამოწვევების მიუხედავად, რომლებიც აღნიშნულია სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში, სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის გაგრძელება 2021 წლის აპრილამდე ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოლიტიკისადმი სანდოობის შენარჩუნებას და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას საარჩევნო პროცესის პარალელურად. რეიტინგის თანახმად, საგარეო მოწყვლადობის შემდგომი შემცირება, ეკონომიკური ზრდის მაღალი დონე მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად და ფისკალური კონსოლიდაცია პოზიტიურ გავლენას მოახდენს რეიტინგის შემდგომ შეფასებაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა