logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 12,1 პროცენტით გაიზარდა
საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 12,1 პროცენტით გაიზარდა
15:07 16.02.2020
გასული წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო
არარეზიდენტი მოგზაურების 2.1 მილიონი შემოსვლა, რაც 12.1 პროცენტით მეტია წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული
ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან
შედარებით 12.0 პროცენტით არის გაზრდილი.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის IV კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.8 პროცენტით არის გაზრდილი.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი,
რაც 10.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 62.2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 30.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 7.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2019 წლის IV კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 260.0 ათასი ვიზიტორი,
დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 19.8 პროცენტს შეადგენს და
წარმოადგენს 8.2 პროცენტიან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა (371.9 ათასი) სომხეთის მოქალაქეების მიერ
განხორციელდა, რაც 18.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 47.2 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ
კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 33.9 პროცენტს შეადგენდა.
2019 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო
რაოდენობამ 3.5 ღამე შეადგინა, რაც 2018 წლის IV კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.6
ღამე) 3.0 პროცენტით ნაკლებია.

განხორციელებული ვიზიტების 80.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის
ვიზიტს.

2019 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.7 მილიარდ ლარს
გაუტოლდა, რაც 13.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო
ხარჯი 2018 წლის IV კვარტალთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა და 963.7 ლარი შეადგინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა