logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ქალთა მეწარმეობის წახალისება საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს
ნათია თურნავა: ქალთა მეწარმეობის წახალისება საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს
10:33 01.02.2020
„სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ერთ-ერთ მიზანს ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა წარმოადგენს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.

ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ეკონომიკურ აქტივობაში ქალების ჩართულობის, მათი პოტენციალის რეალიზების მნიშვნელობაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა არასაკმარისი ჩართულობა სამეწარმეო საქმიანობაში. დამსაქმებელი (მეწარმე) ქალების წილი მამაკაცების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.

„საქართველოში, 15-64 წლის ასაკის ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობის დონე 56 პროცენტს შეადგენს, ანალოგიური მაჩვენებელი მამაკაცებში კი 74 პროცენტია. ქალებში დასაქმების დონე 49 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 63 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მიანიშნებს, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ეკონომიკურ აქტივობასა და სამუშაო ძალაში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობით უზრუნველყოს შრომითი რესურსის მაქსიმალური გამოყენება და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ერთ-ერთ მიზანს სწორედ ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაა. ნათია თურნავას მიერ მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, 2015-2018 წელს, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციართა რაოდენობამ შეადგინა 9 380, მათ შორის 3 783 ქალი - მთლიანი დაფინანსებულ ბენეფიციართა 40.3%-ს შეადგენს. ექსპორტის მიმართულებით კი დაახლოებით 30%-მდე ქალები არიან წარმოდგენილნი კომპანიების ტოპ მენეჯმენტში. „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ქალთა მეწარმეობის წახალისება და ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“, - აღნიშნა მინიტრმა.

ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა საქართველოში ახალგაზრდების დასაქმებისა და ახალგაზრდებში მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშეწყობის აუცილებლობაზე. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ასევე ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების განვითარებას. „მთელი ქვეყნის მასშტაბით ინოვაციების ეკოსისტემის განვითარება და ინოვაციების და ტექნოლოგიების ხელშეწყობისა და კვლევა-განვითარების კომერციალიზაციისკენ მიმართული ისეთი პროექტები, როგორიცაა სტარტაპების ფინანსებთან წვდომის და გადამზადების პროგრამები ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობასა და ეკონომიკის პროდუქტიულ სექტორებში ახალგაზრდების ჩართულობას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა