logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
რომან კაკულია: სწორედ ასეთი ტიპის თემები მგონია განმსაზღვრელი ჩვენ შორის ურთიერთობის, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი
რომან კაკულია: სწორედ ასეთი ტიპის თემები მგონია განმსაზღვრელი ჩვენ შორის ურთიერთობის, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი
18:16 31.01.2020
გამოცემა The Hill იანუსზ ბუგაჯსკის სტატიას აქვეყნებს, სადაც მკვლევარი ახლო აღმოსავლეთში და ევრაზიის რეგიონში მიმდინარე დაძაბული მოვლენების ფონზე, საქართველოს მნიშვნელობაზე საუბრობს. აღნიშნულ სტატიასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია კომენტარს აკეთებს:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, რაშიც ძირითადად ამერიკელი კონგრესმენები მონაწილეობდნენ, როგორც იქნა გამოჩნდა ამერიკაში გამოთქმული მოსაზრება, რომელშიც არა მხოლოდ საქართველოსთვის ამერიკის მნიშვნელობაზეა საუბარი, არამედ საუბარია ამერიკისთვის საქართველოს მნიშვნელობაზე. სწორედ ასეთი მიდგომა არის ინდიკატორი ორმხრივი და სრულფასოვანი პარტნიორობის. სტატიაში საქართველო დანახულია როგორც ამერიკის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაა გამოყენებული, როცა ავტორი ამბობს, რომ საქართველოს მსგავსი პარტნიორები საშუალებას იძლევიან ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი განთავსების საჭიროება გამორიცხონ ასეთ რეგიონებში, რაც არის უდიდესი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, თავი რომ დავანებოთ ტერორიზმთან დაკავშირებული საქართველოს კონტრიბუციის სათანადო და ღირსეულ აღნიშვნას ამ სტატიაში. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ სწორედ ასეთი ტიპის თემები მგონია განმსაზღვრელი ჩვენ შორის ურთიერთობის, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოსთან მიმართებაში არა მხოლოდ არჩევნებთან ან მიმდინარე სხვა პრობლემებთან დაკავშირებული მდგომარეობით იმსჯელონ, არამედ ასე გლობალურად გააკეთონ ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში. არ მიმაჩნია სამართლიანად ის ტონი, რომელიც სხვადასხვა ტიპის წერილებში ვიხილეთ. არა იმიტომ, რომ ეს პრობლემები არ არსებობს ან მათზე რეაგირების და კონცენტრირების სურვილი არ გვაქვს. მიმაჩნია, რომ დომინანტი საქართველოსა და აშშ ურთიერთობაში, როგორც საქართველოდან, ასევე აშშ-დან, უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სწორედ ასე ხედავენ ურთიერთობას ამერიკასა და საქართველოს შორის“-აცხადებს დეპუტატი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა