logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებისთვის აშშ-თან და ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ
ლევან დავითაშვილი: საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებისთვის აშშ-თან და ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ
18:12 31.01.2020
აშშ-სსაერთაშორისოგანვითარებისსააგენტოსა (USAID) და ისრაელის სახელმწიფო განვითარების საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (MASHAV) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ, ბონი გლიკმა და ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა მოაწერეს.

მემორანდუმი საქართველოს, ამერიკასა და ისრაელს შორის გლობალურიპარტნიორობის გაძლიერებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და თანამშრომლობა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში შემოსავლების ზრდას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-სა და ისრაელს ხანგრძლივი, პარტნიორული თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაეხმარება.
„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე, ბონი გლიკი არის ყველაზე მაღალი რანგის სტუმარი, რომელიც 2008 წლის შემდგომ იმყოფება საქართველოში. მისი ვიზიტი ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს პოლიტიკის მიმართ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ გვაკავშირებს მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა როგორც აშშ-თან, ისე ისრაელის სახელმწიფოსთან. დღეს გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ ამერიკელი და ებრაელი ექსპერტები ცოდნასა და გამოცდილებას გაგვიზიარებენ აგრარულ სფეროში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„სამმხრივი პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს. ეს ორი სფერო არის საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ავიღოთ ჩვენი და ისრაელის ინოვაციები და მოვძებნოთ საქართველოსთვის მათ გაზიარების გზები. ამის მიზანია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდა და ასევე, სასოფლო-სამეურნეო ჩართულობის გაძლიერება გლობალურ ეკონომიკაში“, - განაცხადა ბონი გლიკმა.

„27 წლის განმავლობაში დავატრენინგეთ 1500-ზე მეტი ქართველი სხვადასხვა თემაზე. დღევანდელი ურთიერთგაგების მემორანდუმი ამ სამმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად შეიქმნა, რომელიც საქართველოს, ამერიკასა და ისრაელს შორის გაფორმდა, რათა ამ ყველაფერს მიეცეს მუდმივი სახე. ჩვენი მიზანია, სამმხრივი თანამშრომლობა გავაფართოვოთ და გასცდეს სოფლის მეურნოების სფეროს, მოვიცვათ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა სფერო", - განაცხადა რან გიდორმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა