logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ბიზნესის და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან მზარდი ნდობა საფუძვლად უდევს გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას
ნათია თურნავა: ბიზნესის და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან მზარდი ნდობა საფუძვლად უდევს გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას
14:02 31.01.2020
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, 2019 წლის მოლოდინზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართული ბიზნესის და ქართული საზოგადოების მხრიდან არსებული ნდობაა. ამის შესახებ ნათია თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც გასული 2019 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგები შეაჯამა.

წინასწარი შეფასებით, 2019 წლის დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის საშუალო ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო და 5.2 პროცენტს გაუტოლდა. „მოლოდინზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მზარდი ნდობა ჩვენი ქართული ბიზნესის და ზოგადად ქართული საზოგადოების მხრიდან, რასაც ისინი იჩენენ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის და ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. სწორედ ეს ნდობა არის, რომელიც საფუძვლად უდევს გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მიუხედავად გასული წლის განმავლობაში ეკონომიკის მიმართ არსებული სხვადასხვა გამოწვევებისა, ქართული ბიზნესსექტორის ნდობა ქვეყნის ეკონომიკის მიმართ უფრო ძლიერია. „მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გამოწვევები იყო და ალბათ კიდევ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ძალას შეიძლება სურდეს, თავისი დესტრუქციული დღის წესრიგი მოახვიოს თავს ქართულ ბიზნესს, ნდობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მიმართ, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმართ და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ უფრო ძლიერია და არავის აძლევს საშუალებას, რომ ქვეყნის არევა მოხდეს. პირიქით, ჩვენი ბიზნესი ვითარდება სწრაფად და უფრო გაბედულ ნაბიჯებს დგამს“, - განაცხადა მან.

ასევე ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ასეთი შედეგი იმის ოპტიმიზმს იძლევა, რომ 2020 წელი მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით იქნება ასევე ძალიან დადებითი იქნება. „იმედი გვაქვს, რომ ამ წელსაც შევძლებთ მოლოდინზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა