logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: მისასალმებელია, რომ არსებული სასტუმროები აქტიურად ფართოვდება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კერძო სექტორის როლს ტურიზმის განვითარების პროცესში
ნათია თურნავა: მისასალმებელია, რომ არსებული სასტუმროები აქტიურად ფართოვდება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კერძო სექტორის როლს ტურიზმის განვითარების პროცესში
18:31 29.07.2019
თბილისში მდებარე სასტუმრო „ივერია ინნ“-ს ასი ახალი ნომერი დაემატა - 200 ნომრიანი, „ინნ გრუპში“ შემავალი ერთ-ერთ 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ტურიზმის დარგის მნიშვნელობასა და მისი ხელშეწყობის სამთავრობო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ტურიზმი არის ერთ-ერთი მზარდი, პერსპექტიული სექტორი საქართველოს ეკონომიკისთვის და შესაბამისად, ტრადიციული ბაზრების შენარჩუნებასთან ერთად, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს, რუსეთიდან ჩამომსვლელ ვიზიტორებს, ასევე მოგზაურთა წილის ზრდას ევროპიდან, აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა რეგიონებიდან.

„ის ფაქტი, რომ, პრაქტიკულად, გაორმაგდა სასტუმრო „ივერია ინნ“-ის შესაძლებლობები და მმართველ კომპანიას ასევე აქვს გაფართოების გეგმები, მათ შორის გუდაურსა და ბაკურიანში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტურიზმის მნიშვნელობას და კერძო სექტორის როლს ამ პროცესში. სასიხარულოა, რომ გაზრდილი მოთხოვნის გამო „ივერია ინნ“-მა წელს განახორციელა დამატებითი ინვესტიცია და ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება ტურისტებს. ვისურვებდი, რომ ამ სასტუმროს პოტენციურ სტუმრებს შორის ყველა ქვეყანა იყოს წარმოდგენილი, იქნება ეს რუსი ტურისტი, ევროპელი თუ აზიელი. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“ - განაცხადა ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას.

სასტუმრო „ივერია ინნ“ 4 წლის წინ გაიხსნა და მოიცავდა 71 ოთახს. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ჯავშნების გაზრდის გამო, ერთ წელიწადში ნომრების რაოდენობა გაიზარდა 95-მდე, თუმცა ეს რაოდენობაც არასაკმარისი აღმოჩნდა და 2019 წლის იანვრიდან დაიწყო სასტუმროს დამატებითი ნაწილის სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე „ივერია ინნ“ სტუმრებს სთავაზობს 195 ნომერს, ასევე მაღალი დონის საკონფერენციო და შეხვედრების დარბაზებს, დასასვენებელ და ლაუნჯ-სარესტორნო სივრცეებს. სასტუმროს დამატებითი ნაწილის მშენებლობაში 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა