logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
პრეზიდენტმა კახეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან რეგიონის პოტენციალსა და გამოწვევებზე ისაუბრა
პრეზიდენტმა კახეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან რეგიონის პოტენციალსა და გამოწვევებზე ისაუბრა
16:20 25.07.2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კახეთის რეგიონში სტუმრობისას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს. საქართველოს პრეზიდენტი კახეთის რეგიონში ტურისტული სეზონის მიმდინარეობით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ბევრი ტურისტი იხილა კახეთში და სასიამოვნოა, რომ რეგიონში ტურისტული ნაკადი არ შენელებულა.

პრეზიდენტის განცხადებით, კახეთში კვლავ სასმელი წყლის პრობლემაა და მისი მოგვარება დღის წესრიგშია, დედოფლისწყაროში ეს პრობლემა უფრო მძაფრად დგას. შეხვედრისას საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროექტებს.

,,დავათვალიერე ნუშის ახალი პლანტაციები უდაბნოში, სივრცეში, რომელიც მართლა უდაბნო იყო აქამდე, ასევე ლავანდასა და ზეთისხილის პლანტაციები. ეს არის ის ახალი სახეობები, რომელიც გაშენდა კახეთში, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრადიციული სახეობების გარდა, მიმდინარეობს დივერსიფიკაცია და ახალი სახეობების გაშენება, რაც რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა რეგიონში დასაქმების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კახეთში როგორც კვალიფიციური ისევე არაკვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა ყველა სექტორში.
,, ყურძნისა და ატმის მოსავლის აღებისას სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოჰყავთ ადამიანები დღეში 45 ლარად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების მიმართულებით",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და კახეთის რეგიონის მოსახლეობას სხვადასხვა ქვეყნებიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან სამშობლოში დაბრუნებისაკენ მოუწოდა.

პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, გუბერნატორის მოადგილე პლატონ კალმახელიძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი​, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა