logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
საქართველო მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდა
საქართველო მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდა
16:46 12.07.2019
საქართველო, როგორც 146-ე წევრი სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდება.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდა. ეს საშუალებას მოგვცემს უკეთ ვმართოთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მდიდარი მცენარეული გენეტიკური რესურსი. საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო აიღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნებას მსოფლიო მასშტაბით", - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ხელშეკრულებაზე ახალი ხელმომწერი ქვეყნების შემოერთებას, ისევე როგორც დოკუმენტით გათვალისწინებულ შემდგომ პროცესებს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) არეგულირებს.

საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნები სარგებლობენ სხვადასხვა უპირატესობით, მათ შორის მცენარეთა გენეტიკური მასალების მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ბანკზე წვდომით. ამასთან, საქართველოს ექნება უფლება პროექტების მხარდასაჭერად მიმართოს „სარგებლის გაზიარების ფონდს“, რომელიც მხარს უჭერს განვითარებად ქვეყნებს შეინარჩუნონ და მართონ მცენარეთა გენეტიკური რესურსები სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის.

საქართველოს, მცენარეული კულტურების კულტივაციის მდიდარი ისტორია გააჩნია. „საერთაშორისო კონსერვაციის“ მიხედვით, ქართული თავთავიანი კულტურები (პურის მარცვლეული) და პარკოსანი მცენარეები წარმოადგენენ „ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს“. საქართველო დასავლეთ აზიური კულტურის მცენარეთა წარმოშობის ცენტრია და ქერის, ხორბლის, პარკოსნების, ვაზისა და მრავალი სახეობის ხილის სამშობლოდ ითვლება.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების უახლეს წევრს. საერთაშორისო ხელშეკრულების თანამეგობრობაში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მცენარეთა გენეტიკური რესურსების მართვისთვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნების კონსერვაციის, სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისათვის. გვჯერა, რომ საქართველოსთან ერთად მნიშვნელოვან ამოცანებზე ვიმუშავებთ“, - განაცხადა საერთაშორისო ხელშეკრულების მდივანმა, კენტ ნადოზიმ.

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწევრიანება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგად შეაფასა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნ იელემ. „საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაერთიანება წარმოადგენს საკვანძო ეტაპს საქართველოსთვის, მისი მრავალფეროვანი მცენარის ჯიშებისა და სახეობების, მდგრადი სოფლის მეურნეობის და უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის“, - აღნიშნა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნ იელემ.

საქართველო უკვე არის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპული კოოპერაციის პროგრამის და არაერთი სხვა საერთაშორისო ხელშეკრულების წევრი. მათ შორის: ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია, საერთაშორისო მცენარეთა დაცვის კონვენცია, მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენცია, კიოტოს პროტოკოლი კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის ფარგლებში და გაეროს კონვენცია გაუდაბნოებასთან ბრძოლის მიზნით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა