შემოსავლების სამსახურის უფროსი საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კავშირის ხელმძღვანელს შეხვდა
შემოსავლების სამსახურის უფროსი საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კავშირის ხელმძღვანელს შეხვდა
14:22 11.07.2019
11 ივლისს, შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კავშირის (IRU) აღმასრულებელ დირექტორს ბორის ბლანშს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა სხვადასხვა ქვეყნებს შორის სატრანსპორტო პროექტების წარმატებით რეალიზაციაზე ისაუბრეს და ორხმრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2017 წელს, თბილისში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების მე-16 კონფერენციის (2017 World Customs Organization IT Conference and Exhibition) ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და IRU-ს შორის ინფორმაციის გაცვლის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის საკითხებზე.

აღნიშნულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საინფორმაციო თექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ კაკრიაშვილი ესწრებოდნენ.

ბეჭდვა