logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების თაობაზე ოქმი გაფორმდა
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების თაობაზე ოქმი გაფორმდა
10:26 11.07.2019
2019 წლის 8-10 ივლისს, კორეის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის შეჯერების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა.

2 დღიანი მოლაპარაკებების შედეგად მოხდა შეთანხმების პროექტის პარაფირება და შესაბამისი ოქმის გაფორმება, რომლითაც მხარეებმა შესაძლო მოკლე ვადაში შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების და შეთანხმების 2019 წლის ბოლომდე გაფორმების ვალდებულება აიღეს.

მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც ზემოხსენებული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქართულ მხარეს კორეის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. შეთანხმების გაფორმებით, შეიქმნება ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას, ხელს შეუწყობს ფრენის არეალის გაფართოებას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებას. შეთანხმება ლიბერალურ პრინციპებს ეფუძნება.

აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჩარტერული რეისების შესრულება 2018 წლიდან ხორციელდება, კერძოდ აღნიშნულ პერიოდში თბილისსა და სეულს შორის ავიაკომპანია “Korean Air”-ის მიერ განხორციელებული იქნა 2 ტურისტული ჩარტერი, რომლის მიერ 557 ერთეული მგზავრი იქნა გადაყვანილი. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში თბილისსა და სეულს შორის ავიაკომპანია “Korean Air”-ის მიერ განხორციელებული იქნა 4 ტურისტული ჩარტერული რეისი, რომლის მიერ გადაყვანილი იქნა 935 ერთეული მგზავრი.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბოლო წლებში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული ვიზიტორების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული იქნა 7,185 ერთეული ვიზიტორი, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29.8%-ით მეტია (5,536 ერთეული ვიზიტორი). რაც შეეხება სრულ 2018 წელს, აღნიშნულ პერიოდში შემოსულ იქნა 13,278 ერთეული ვიზიტორი, რაც 2017 წელთან შედარებით 112.2%-ით მეტია (6,257 ერთეული ვიზიტორი).

ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა