ანზორ ბერიძე: 90 პროცენტი ჯავშნებისა გაუქმდა, რამაც დიდი ზარალი მოგვაყენა
ანზორ ბერიძე:  90 პროცენტი ჯავშნებისა გაუქმდა, რამაც დიდი ზარალი მოგვაყენა
13:27 06.07.2019
"განვითარებული მოვლენების შემდეგ, თითქმის 90 პროცენტი ჯავშნების გაუქმდა, რამაც დიდი ზარალი მოგვაყენა", - ეს განცხადება ბაბანეურის ,, მარნის“ დამფუძნებელმა ანზორ ბერიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, წლევანდელ აქტიურ ტურისტულ სეზონზე მის მფლობელობაში არსებული სასტუმრო თითქმის სრულად დაჯავშნილი იყო და განვითარებული მოვლენების გამო ჯავშნების 90 % გაუქმდა, რამაც დიდი ზარალი მიაყენა.

,,ჩვენი მიმართულებაა ღვინო და ტურიზმი. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში გავაშენეთ ვენახები, ავაშენეთ ღვინის მარანი, სასტუმრო, განვახორციელე დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია, შევქმენით დაახლოებით 30 სამუშაო ადგილი. წლევანდელ აქტიურ ტურისტულ სეზონში, სასტუმრო თითქმის სრულად დაჯავშნილი იყო და ჯავშნის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა. განვითარებული მოვლენების შემდეგ, თითქმის 90 პროცენტი ჯავშნების გაუქმდა, რამაც რა თქმა უნდა დიდი ზარალი მოგვაყენა“, - აღნიშნა ანზორ ბერიძემ

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები კახეთში ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებს , მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს ხვდებიან. შეხვედრა გურჯაანში , კულტურის ცენტრში მიმდინარეობს, სადაც სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და გამოწვევებს განიხილავენ. შეხვედრას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც ესწრება.
ბეჭდვა