logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აშშ-დან უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით
მამუკა ბახტაძე: შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აშშ-დან უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით
01:35 16.06.2019
ჩვენი მთავარი სტრატეგიის მთავარი მოტივია ის, რომ საქართველო იყოს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განათლებისა და ინოვაციებისცენტრი, ჩვენ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ აღნიშნული საკითხი იყო საუბრის მთავარი თემა შეხვედრებზე, რომელიც მისი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები იმ ქალაქებში, სადაც ძირითადად კონცენტრირებულები არიან ამერიკული კომპანიები, რომლებიც აქტიურები არიან საერთაშორისო ბაზრებზე და ახორციელებენ მსხვილ ინვესტიციებს. ჩვენ მივიღეთ ძალიან დადებითი უკუკავშირები. მე არ მსურს, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ რამდენიმე კომპანია აპირებს კონკრეტული ინვესტიციების განხორციელებას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ ეროვნული იდეის გარშემო, რასაც ჰქვია განათლება. ჩვენ საქართველო წარმოგვიდგენია როგორც აშშ-ის ერთ-ერთი პარტნიორი ცენტრი ინოვაციებში. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენს კრიტიკოსებს შეიძლება ჩემი ეს განცხადება ხმამაღალი მოეჩვენოთ, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მე იგივეს ვისმენდი, როდესაც ვამბობდი, რომ საქართველო შეძლებს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტს, მაგრამ დღეს ჩვენ ვაშენებთ ორ ქარხანას - მზის პანელების, რომელიც ამერიკის ბაზარს მოამარაგებს და ელექტრომობილების. სწორედ ეს არის ჩვენი პასუხი მსგავს კრიტიკაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, საქართველოში მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები უზრუნველყოფს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებულად ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ ამ დარგში მეტი ამერიკული კომპანია იყოს საქართველოში წარმოდგენილი. ასევე მინდა გამოვყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს ეხება ტრანსპორტს და ენერგეტიკას. ძალიან საინტერესო წინადადებები აქვთ ამერიკელ მეწარმეებს საქართველოში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს ასევე მუშაობა პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე.

„ შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით აშშ-დან უახლოეს მომავალში. ჩვენ ველოდებით ინვესტიციებს ისეთ სექტორში, რომელშიც აქამდე არ ყოფილა. ჩვენ მივიტანეთ მთავარი გზავნილი - საქართველოში ინვესტიცია არ ნიშნავს მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ოპერირებას. ეს ნიშნავს ძალიან მსხვილ გეოგრაფიაში ბიზნესის კეთებას, ვინაიდან, სწორედ საქართველოა ძალიან ბევრი ქვეყნისთვის კარიბჭე, რომ იყოს ჩართული საერთაშორისო ვაჭრობაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა