ნათია თურნავა: საქართველოში აშშ - ის კომერციული რეგიონალური წარმომადგენლობის შექმნის პროცესი დაიწყება
ნათია თურნავა: საქართველოში აშშ - ის კომერციული რეგიონალური წარმომადგენლობის შექმნის პროცესი დაიწყება
22:44 13.06.2019
„მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს განიხილავს, როგორც პოტენციურ ჰაბს რეგიონში, სადაც აშშ-ის კომერციული და ეკონომიკური რეგიონალური წარმომადგენლობა უნდა არსებობდეს. ეს იქნება წარმომადგენლობა, რომელიც მთლიანად რეგიონს მოემსახურება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმის კომენტირებისას.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში აშშ - ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი დაიწყება, რომელიც რეგიონული დატვირთვის ოფისი იქნება.

მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და აშშ - ის კომერციის მდივან ვილბურ როსის შეხვედრის შემდეგ გაიმართა. დოკუმენტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ - ის კომერციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.


ბეჭდვა