logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძის ხელმძღვანელობით „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ შეხვედრა გაიმართა
ეკატერინე მიქაბაძის ხელმძღვანელობით „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ შეხვედრა გაიმართა
18:40 13.06.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე ხელმძღვანელობდა. საბჭოს ასევე დაესწრნენ საჯარო უწყებებისა და ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის რეფორმის, ტელეკომუნიკაციის სფეროში რეფორმის თაობაზე და პრეზენტაცია ხორბლისა და ფქვილის სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე გაიმართა დისკუსია თემაზე ,,კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები“.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საკონსულტაციო საბჭო საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის მიზნით შექმნილი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელზეც ბიზნესს შესაძლებლობა აქვს მისი საქმიანობისთვის შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება მოახდინოს და ინფორმაცია მიზნობრივ აუდიტორიას დროულად და შუალედური რგოლის გარეშე მიაწოდოს. გარდა ამისა, საბჭოს ფორმატში სახელმწიფო უწყებებსაც აქვს შესაძლებლობა, გააცნონ კერძო სექტორს დეტალური ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ბიზნესი სრულად იყოს ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

„კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო“ 2016 წლიდან ფუნქციონირებს და კვარტალში ერთხელ რეგულარულ შეხვედრებს მართავს, რომლის დროსაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა საქართველოს მთავრობის დადგენილებით (N100; 26.02.2016წ.) დამტკიცებული „2016-2020 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის“ შესაბამისად. რეგულარული დიალოგის მექანიზმი ხელს უწყობს კერძო სექტორსა (მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის წარმომადგენლებს) და მთავრობას შორის ნდობის გაზრდას და პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა