logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრი აშშ-ის საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე ესაუბრა
პრემიერ-მინისტრი აშშ-ის საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე ესაუბრა
10:04 13.06.2019
საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, ქვეყანაში არსებულ დაბალ გადასახადებსა და მსოფლიოს მსხვილ ეკონომიკებთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე, რომლებიც ინვესტორებს უდიდეს სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომას აძლევს.

პრემიერმა ექსპერტებსა და მსხვილი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ, ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ცენტრად გარდაქმნას ისახავს მიზნად.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ხაზი გაესვა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის განმავლობაში არსებულ მიღწევებს და თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით.

შეხვედრაზე, მამუკა ბახტაძემ ასევე ყურადღება დაუთმო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და განსაკუთრებით აღნიშნა ამ გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო სადილი ამერიკის საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა