logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: საქართველოში ბიზნესის კეთების მრავალფეროვანი შესაძლებლობებია, აქ აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი - სამხრეთს, ტრადიციები კი - ინოვაციებს
მამუკა ბახტაძე: საქართველოში ბიზნესის კეთების მრავალფეროვანი შესაძლებლობებია, აქ აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი - სამხრეთს, ტრადიციები კი - ინოვაციებს
09:40 13.06.2019
როდესაც ვფიქრობთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მომავალზე, ვხედავთ უფრო ძლიერ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებულ არქიტექტურას ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმის მიუხედავად, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, საქართველო ამ მიღწევით არ კმაყოფილდება.

“სამყარო სავსეა მზარდი რაოდენობისა და მასშტაბის გაურკვევლობებით. ძველი ინსტიტუციები ეროზიას განიცდის. ნაცნობი პარტნიორები რყევების შედეგად ხელახლა ყალიბდებიან. დიდი შესაძლებლობების მქონე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან ჩვენს ირგვლივ. ზოგმა სახელმწიფომ წარუმატებლობა გამოსცადა, ნაწილს - პოლიტიკური გარდაქმნის პერიოდი დაუდგა. როდესაც ვფიქრობთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მომავალზე, ვხედავთ უფრო ძლიერ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებულ არქიტექტურას ეფუძნება. ველით მეტ ამერიკულ კომპანიას საქართველოში, რომლებიც ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი გარემოთი და საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობით სარგებლობენ. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული და სამხედრო პარტნიორობის გაძლიერება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებით. ამ კუთხით, ძალიან მახარებს ვაშინგტონამდე სან-ფრანცისკოსა და სიეტლში ჩემი ვიზიტის შედეგები, აქედან კი დალასში მივემგზავრები. შეხვედრები მქონდა ბიზნესწრეების გამოჩენილ წარმომადგენლებთან, ინვესტორებსა და დიდი კაპიტალის მქონე მეწარმე სუბიექტებთან, პოლიტიკის განმსაზღვრელებთან. ჩემი მიზანი იყო მათი ინფორმირება იმ მრავალფეროვან შესაძლებლობებზე, რაც საქართველოში ბიზნესის კეთებას უკავშირდება. საუბარი მაქვს ქვეყანაზე, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი - სამხრეთს, ტრადიციები კი - ინოვაციებს.საქართველო ღიაა ბიზნესის კეთებისთვის და მიესალმება ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც ქვეყნისა და რეგიონის უხვ შესაძლებლობებს გამოიყენებენ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ მეტი ინვესტიცია, მეტი ვაჭრობა და მეტი ამერიკა საქართველოში”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით აშშ-საქართველოს პარტნიორობა კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწევს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა